პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აკაკი ალადაშვილი ევროკომისიის მიერ „თვითნებურად დაკავებულებად“ მოხსენიებულ პირებზე: ვერ დაასახელებენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და რაღაც ზოგადი ფრაზებით უნდა შემოიფარგლონ, რომლებიც არაფრისმთქმელი იქნება

აკაკი ალადაშვილის მტკიცებით, ევროკომისია გაფართოების ანგარიშში ნახსენებ „თვითნებურად დაკავებულებს“ იმიტომ ვერ ასახელებს, რომ მათ კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. დეპუტატის თქმით, მათ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი მიიტანეს.

აკაკი ალადაშვილი ევროკომისიის მიერ „თვითნებურად დაკავებულებად“ მოხსენიებულ პირებზე: ვერ დაასახელებენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და რაღაც ზოგადი ფრაზებით უნდა შემოიფარგლონ, რომლებიც არაფრისმთქმელი იქნება
იმედინიუსი

ვერ დაასახელებენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და რაღაც ზოგადი ფრაზებით უნდა შემოიფარგლონ, რომლებიც არაფრისმთქმელი არ იქნება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.

მან ასე შეაფასა ის ფაქტი, რომ ევროკომისია ვერ ასახელებს, კონკრეტულად ვის გულისხმობს გაფართოების 2026 წლის ანგარიშში მოხსენიებულ „თვითნებურად დაკავებულ“ პირებში.

„იმიტომ ვერ ასახელებენ, რომ მათ კონკრეტული პირები უნდა დაასახელონ და მაშინ უნდა დაასახელონ ადამიანები, რომლებმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს პოლიციელებს, სცადეს მათი ცოცხლად დაწვა და ამის გამო დღეს სასჯელს იხდიან; უნდა დაასახელონ ადამიანი, რომელიც თავს დაესხა პოლიციელს და ამის გამო სასჯელს იხდის; უნდა დაასახელონ ადამიანი, რომელმაც შტურმი მიიტანა პრეზიდენტის სასახლეზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე. შესაბამისად, ვერ დაასახელებენ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და რაღაც ზოგადი ფრაზებით უნდა შემოიფარგლონ, რომლებიც არაფრისმთქმელი იქნება”, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ კითხვას აღნიშნულ საკითხზე ევროკომისიამ ასე უპასუხა: „გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს. სხვა დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეგვიძლია".

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს“ - ევროკომისია „თვითნებურად დაკავებულებზე“ „ქრონიკის“ კითხვას კონკრეტულ პასუხს არ სცემსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები