ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში შედეგიანი მოქმედების გამო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს, - ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს წევრმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე, გოლით ან საგოლე გადაცემით, ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა.
2025-2026 წლების სეზონში, PSG-ს შემადგენლობაში, კვარაცხელიამ გოლი ან საგოლე გადაცემა ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მიითვალა. მან რეკორდული მაჩვენებელი 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში დაამყარა.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში მინიმუმ ერთი გოლით ან საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ეს მიღწევა გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა.
შედეგად, კვარაცხელია უკვე "გინესის მსოფლიო რეკორდების" 2027 წლის საფეხბურთო გამოცემაშია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…