ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში გოლით ან საგოლე გადაცემით შედეგიანი მონაწილეობის გამო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს წევრი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართველმა ფეხბურთელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე გოლით ან საგოლე გადაცემით ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა.
2025/26 წლების სეზონში, PSG-ს შემადგენლობაში კვარაცხელიამ გოლი ან საგოლე გადაცემა ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მიითვალა.
კვარაცხელიამ რეკორდული მაჩვენებელი 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში დაამყარა. მან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში მინიმუმ ერთი გოლით ან საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
მიღწევა ოფიციალურად აღიარა გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ და ის „გინესის მსოფლიო რეკორდების“ 2027 წლის საფეხბურთო გამოცემაში შეიყვანა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…