პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს უსინათლო ძალოსანთა ნაკრებმა წოლჭიმსა და სამჭიდში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო

საქართველოს უსინათლო ძალოსანთა ნაკრებმა სტამბოლში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მირიან ოგნაძემ წოლჭიმში 216 კილოგრამი დაძლია, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ჩემპიონი გახდა.

საქართველოს უსინათლო ძალოსანთა ნაკრებმა წოლჭიმსა და სამჭიდში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულა
იმედინიუსი

თურქეთის ქალაქ სტამბოლში უსინათლოთა ძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს უსინათლო ძალოსანთა ნაკრებმა ასპარეზობისას ცხრა - სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს, მედალი მოიპოვა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მირიან ოგნაძემ (+125 კგ) წოლჭიმში დაძლეული 216 კილოგრამით მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ჩემპიონობა იზეიმა, სამჭიდის ჯამში აწეული 711 კგ-ით კი მეორე ოქროს მედალი დაიმსახურა.

გიორგი ბასილაშვილი (-75 კგ) წოლჭიმში ვიცე-ჩემპიონი გახდა, სამჭიდის ჯამში კი ჩემპიონობა იზეიმა.

გიორგი მაისურაძემ (+125 კგ) წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედლების პრიზიორი გახდა გიორგი გიგაური (-56 კგ) წოლჭიმსა და სამჭიდის ჯამში, ზაზა მარტიაშვილმა (-125კგ) კი წოლჭიმში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

უსინათლოთა ძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში 11 ქვეყნის ასამდე პარაძალოსანი მონაწილეობდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
სპორტის მინისტრმა საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები