დავით მათიკაშვილი: ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში "კოლექტიური ნაცმოძრაობის" და მისი განაყოფი პარტიების ნიურნბერგის პროცესი გრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვას განაგრძობს; დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, პროცესი „ნიურნბერგის პროცესია“ და პარტიების აკრძალვა აუცილებელია.

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს.
მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის," "ლელოს" და გახარიას პარტიის აკრძალვას მოითხოვს. სარჩელში წარმოდგენილია დასაბუთებული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულებები და მაგალითები, რაც, საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, მოწმობს პარტიების არაკონსტიტუციურობას.
"ქართული ოცნების" წევრები აღნიშნავენ, რომ ეს პარტიები წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობას ეწეოდნენ, რის გამოც ახლა აუცილებელია, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადდნენ.
"კოლექტიური ნაცმოძრაობის" და მისი განაყოფი პარტიების ნიურნბერგის პროცესი გრძელდება ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოში. საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ცხადად იქნება დანახული, ის სასტიკი ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი მხრიდან იქნება სრული წესით, სრული მასშტაბით წარმოდგენილი ის ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომელიც განმაპირობებელი იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებისა, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისა - აიკრძალოს ხუთი არაკონსტიტუციური პარტია, რომელიც ქართული დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნის განვითარების წინაღობაა და ეს აუცილებელი პირობაა შემდგომი წინსვლის," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…