პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ღმერთს მადლობა შევწირე, რომ გადავრჩი” – ზურაბ ვარდიაშვილი

ჟურნალისტ ზურაბ ვარდიაშვილის შეფასებით, საქართველოში გადაადგილება ღირსების შემლახავ ჯოჯოხეთად იქცა, სადაც მეტროს ზედახორა, უტროტუარობა და გაუსაძლისი საცობები მოქალაქეებს ალტერნატივის გარეშე ტოვებს.

“ღმერთს მადლობა შევწირე, რომ გადავრჩი” – ზურაბ ვარდიაშვილი
ალია

ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი:

მოგზაურობის დიდი ტრფიალი მე არ ვარ, მაგრამ ამ ჩემი პროფესიის გადამკიდე სადღა აღარ მივლია, რა ქვეყნის შიგნით და რა მის გარეთ, მათ შორის ჩვენზე გაჭირვებულ ქვეყნებშიც, ჰოდა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანის მარტივი საჭიროება – გადაადგილება – არსად არაა ისეთი ღირსების შემლახავი, ისეთი ჯოჯოხეთი, როგორც საქართველოში.

მესმის, გადაადგილების რომელიმე ფორმა იყოს მხოლოდ დისკომფორტული, მაგალითად ავტომობილი, და გქონდეს ალტერნატიული არჩევანი: საჯარო ტრანსპორტი, ფეხით სიარული, ან ველოსიპედი… მაგრამ ჩვენთან ყველა ფორმა ერთმანეთზე უარესია.

დღეს მეტროთი ვიყავი შეხვედრაზე, საიდანაც ფეხით დავბრუნდი, მერე მანქანით წავედი სახლში – მეტროში ჩვეულებრივი ზედახორა გამოვიარე, დაახლოებით ისეთი, როგორც ჯონ სნოუმ იმ ბრძოლაში. მერე, ფეხით სიარულისას ტალახში ამოვიგანგლე გვარიანად, ვიდრე ოფისში ავაღწევდი, მაგრამ აღარ ვჩიოდი რადგან უტროტუარობის გამო მანქანების გზაზე დავდიოდი და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ გადავრჩი. იქვე, გზად ორი მძღოლი გავაშველე, რომლებიც დედის ტრაკს აფარებდნენ ერთმანეთს უმჭიდროეს საცობში, გზის არდათმობისთვის. ბოლოს კი, საღამოს, მანქანით საათნახევარი დავყავი გზაში, რომელსაც ასე 12-15 წუთი უნდა სჭირდებოდეს ნორმალურ პირობებში.

სამწუხაროდ, ადამიანებს ევოლუციის ამ ეტაპზე ფრენა არ შეგვიძლია. ასე რომ როგორც პოეტი იტყოდა, ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის!

უფრო სწორად კი არის, მაგრამ…

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მაია ნადირაძე: ... იმიტომ, რომ ჩანაცვლდა ივანიშვილით (ვიდეო)წაიკითხე

უახლესი ამბები