ნეთანიაჰუ აშშ-ის მიერ ყოველწლიური სამხედრო დახმარების შეწყვეტას დახმარებიდან პარტნიორობაზე გადასვლას უწოდებს
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ისრაელს წლის ბოლომდე 4 მილიარდი დოლარის ყოველწლიურ სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში გადაწყვეტილებას არ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ცვლილება „დახმარებიდან პარტნიორობაზე“ გადასვლაა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე ისრაელისთვის განკუთვნილი აშშ-ის ყოველწლიური სამხედრო დახმარება - 4 მილიარდი დოლარის ოდენობით შეწყდება.
"ისრაელისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება ყოველთვის იყო საკითხი, რომელზეც ორივე პოლიტიკური პარტია თანხმდებოდა," - აცხადებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ამერიკულმა მხარდაჭერამ ისრაელს იმ მტრებთან გამკლავებაში შეუწყო ხელი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ ებრაულ სახელმწიფოს, არამედ თავად ამერიკასა და დასავლეთსაც.
ნეთანიაჰუს ოფისი ტრამპის გადაწყვეტილებას არ აკრიტიკებს, პირიქით, ისინი ამ ცვლილებას "დახმარებიდან პარტნიორობაზე" გადასვლად წარმოაჩენენ. ამავდროულად კი ხაზს უსვამენ ისრაელის ძლიერ ეკონომიკასა და ვაშინგტონთან ურთიერთობების განვითარებას.
ცნობისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი ამერიკის "ნომერ პირველი" მოკავშირეა, თუმცა ქვეყანას ფინანსური მხარდაჭერა აღარ სჭირდება.
ციტატები სტატიიდან
„ისრაელისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება ყოველთვის იყო საკითხი, რომელზეც ორივე პოლიტიკური პარტია თანხმდებოდა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…