არჩილ გორდულაძე: „არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ და გვქონდეს პოლიტიკური კამათი“
არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდის სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ იმდენად მტკიცეა, რომ მისი დაკმაყოფილების მაღალი ალბათობა არსებობს. მისი თქმით, „არაკონსტიტუციური პარტიების“ აკრძალვის შემდეგ ოპოზიციური ველი გათავისუფლდება და პოლიტიკური პოლემიკა სხვა ძალებთან გაგრძელდება.

„როგორც ნებისმიერ წარმომადგენელი, ან ნებისმიერი ადვოკატი მხარისა, ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით – იქნება ეს მაგალითად, თუნდაც საერთო სასამართლოებში, სამოქალაქოში – რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენი სარჩელი იმდენად მტკიცეა თავისი მტკიცებულებებით, რომ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დამტკიცდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა.
მისი განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ სასამართლო დაარწმუნოს “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის აკრძალვის სისწორეში.
კითხვაზე – რა შეიცვლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, გორდულაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური ველი ოკუპირებული აღარ იქნება ანტიკონსტიტუციური პარტიების მიერ და შესაძლებლობა გაუჩნდებათ იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად სურს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, სამართლებრივი შეფასების შემდეგ კოლექტიური ნაცმოძრაობა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად და მათი საქმიანობა აიკრძალოს.
ოპოზიციური არა, არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული ანტიკონსტიტუციური პარტიების მხრიდან. შესაბამისად, ექნებათ შესაძლებლობა რეალურად ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებს, რომ თავიანთი საკითხები დააყენონ და მათ შორის, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, რომ მათთან პოლემიკაში შევიდეთ და ჩვენ არ გვიწევდეს ბრძოლა გადარჩენისათვის ამ ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებთან და რეალურად, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით გვქონდეს პოლიტიკური კამათი.“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაარჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ და გვქონდეს პოლიტიკური კამათი
არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ და გვქონდეს პოლიტიკური კამათი
არჩილ გორდულაძე: ნაცისტური პარტია, რომელსაც ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვადასხვა პარტიას. მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, კარგად დაფიქრდნენ
არჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური ნაცმოძრაობის მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დაიცვას კონსტიტუცია
არჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დაიცვას კონსტიტუცია
ციტატები სტატიიდან
„როგორც ნებისმიერ წარმომადგენელი, ან ნებისმიერი ადვოკატი მხარისა, ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით – იქნება ეს მაგალითად, თუნდაც საერთო სასამართლოებში, სამოქალაქოში – რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენი სარჩელი იმდენად მტკიცეა თავისი მტკიცებულებებით, რომ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დამტკიცდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…