პოლონეთის სეიმში ოპოზიციამ ბანერი წარწერით „ტუსკი დიქტატორია“ გამოფინა
პოლონეთის სეიმში ოპოზიციურმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ პლენარულ სხდომაზე გამოფინა ბანერი წარწერით „ტუსკი დიქტატორია“. ინციდენტი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას სიტყვით გამოსვლისას მოხდა, რასაც თავად ტუსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ოპოზიციურმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ პოლონეთის სეიმში პლენარული სხდომის დროს ბანერი წარწერით „ტუსკი დიქტატორია“ გამოფინა.
ბანერის ფოტო თავად ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
„ისინი ცოტა ხანში სიმღერას და საათების გაყიდვასაც დაიწყებენ“, - დაწერა ტუსკმა, რომელიც თავადაც იმყოფებოდა დარბაზში.
ბანერის გაშლის დროს დარბაზში სიტყვით ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა გამოდიოდა, თუმცა მას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისათვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს კაროლ ნავროცკის შორის საკონსტიტუციო სასამართლოს კრიზისის გამო პოლიტიკური დაპირისპირება უკვე ერთი კვირაა გრძელდება.
ციტატები სტატიიდან
„ისინი ცოტა ხანში სიმღერას და საათების გაყიდვასაც დაიწყებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…