პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისტორიული შენობების დაცვა, გამოწვევების დაძლევა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა და შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა - თეატრების რეაბილიტაცია გრძელდება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისში თეატრების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის უნიკალური კომპლექსი ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს.

თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორიული შენობა, განახლებული ინფრასტრუქტურა და ახალი სამოქმედო გეგმა - ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი განვითარების ახალ ეტაპზეა. შენობა რეაბილიტაციის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სცენით, დარბაზითა და საგრიმიოროებითაა აღჭურვილი.

თოჯინების თეატრის შემდეგ, კულტურის მინისტრი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრს ესტუმრა. მაია ბითაძე ისტორიულ შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

1969 წელს გახსნილი თეატრი მაყურებელს პირველად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი" შეხვდა. დაარსებიდან დღემდე ის ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და ეროვნული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება.

კულტურის მინისტრმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია თეატრის დირექტორისგან მოისმინა. თეატრის უნიკალური კომპლექსი ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს.

ისტორიული შენობების დაცვა, არსებული გამოწვევების დაძლევა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა და შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა - სწორედ ამ საკითხებს დაეთმო კულტურის მინისტრის ვიზიტი ქუთაისში.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოკულტურის მინისტრი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურული მიმართულებით არსებულ მდგომარეობას გაეცნო
  2. იმედინიუსისამთავრობოკულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე: ქუთაისის ისტორიული მუზეუმი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იმართოს სამუზეუმო სისტემაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები