პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მისი მთავარი თემა მიმდინარე წელს დანერგილი ახალი პროგრამა – „რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“, მისი განხორციელების პროცესი, არსებული საჭიროებები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები იყო

აჭარაში რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ახალ პროგრამაში 116 ბენეფიციარი ჩაერთო, რისთვისაც 360 000 ლარია გამოყოფილი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომავალი წლიდან ბენეფიციართა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა იგეგმება.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მისი მთავარი თემა მიმდინარე წელს დანერგილი ახალი პროგრამა – „რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“, მისი განხორციელების პროცესი, არსებული საჭიროებები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები იყო
შენი ექიმი

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა სურმანიძე და ზურაბ თენიეშვილი, სამედიცინო ცენტრ „სანიტასში“ რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ.

მოადგილეებმა მოზარდების მშობლებთან და ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მისი მთავარი თემა მიმდინარე წელს დანერგილი ახალი პროგრამა – „რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“, მისი განხორციელების პროცესი, არსებული საჭიროებები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები იყო.

პროგრამა მიზნად ისახავს 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქცევითი სირთულეების შემცირებას, სოციალური უნარების განვითარებასა და ოჯახების მხარდაჭერას. მომსახურება მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობას, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ თერაპიას, მშობლების კონსულტირებას და, საჭიროების შემთხვევაში, მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

მინისტრის მოადგილის, ლელა სურმანიძის განცხადებით, პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებისა და მოზარდების დროულ მხარდაჭერას, მათი განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ოჯახური გარემოს გაძლიერებას. მომავალი წლიდან სამინისტრო პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.

ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია 116 ბენეფიციარი, ხოლო მისი ბიუჯეტი 360 000 ლარს შეადგენს.

მასალის შესახებპირველწყარო: შენი ექიმი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე: მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თანხების ზრდა ყველა სამინისტროს მიმართულებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები