ქართულ-ჩინური ეკონომიკური ურთიერთობები და ინვესტიციები - საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველო შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე 40-მდე კომპანიითა და სამი პავილიონით წარდგა, სადაც პირველად საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმიც გაიმართა.

ქართულ-ჩინური ეკონომიკური ურთიერთობები და ინვესტიციები, რომ ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგის განმსაზღვრელია, ქართული სამთავრობო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტმაც დაადასტურა. შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო წელს 40-მდე კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით მონაწილეობს.
მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პლატფორმაზე, რომელიც 162 ქვეყანასა და 0,5 მილიონზე მეტ ვიზიტორს აერთიანებს, წელს პირველად გაიმართა საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმიც.
პარალელურად, ჩინეთის კერძო სექტორის მსხვილ მოთამაშეებთან ქართული სამთავრობო დელეგაცია მოლაპარაკებებს მართავს.
ნინი ჩუბინიძის სიუჟეტი ნახეთ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…