პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ვიყავი თავმჯდომარე- მოიყვანეთ ერთი ფაქტი რითაც ქალაქის ინტერესები დავაზიანე" - გიგა ფარულავა ადასტურებს რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციის საფუძველზე გახდა

გახარია საქართველოსთვისნაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძემ გიგა ფარულავას ზუგდიდის საკრებულოში „ენმ“-სთან კოალიცია შეახსენა, რაზეც ფარულავამ უპასუხა, რომ თავმჯდომარეობისას ქალაქის ინტერესები არ დაუზიანებია და თანამდებობის დაკავება კოალიციას არ ნიშნავს.

"ვიყავი თავმჯდომარე, მოიყვანეთ ერთი ფაქტი რითაც დავაზიანე ქალაქის ინტერესები" - აღნიშნა გიგა ფარულავამ არჩილ გორდულაძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს შეახსენა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა, რომელიც მისივე განცხადებით, სწორედ "ნაციონალურ მოძრაობასთან, პარტია "გახარია საქართველოსთვის" კოალიციის საფუძველზე მოხდა.

არჩილ გორდულაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" უარყოფდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციის შექმნას, ფაქტები საწინააღმდეგოს აჩვენებდა.

"ამ ხნის განმავლობაში, თქვენი პარტია ურცხვად ამტკიცებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიცია არ გვქონიაო. სამი წლის განმავლობაში, პირადად თქვენ, ზუგდიდის საკრებულოში იყავით თავმჯდომარე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენმა და "ნაციონალური მოძრაობის" პარტიამ შექმნეს კოალიცია - ეს არის ფაქტი. თქვენ ყველაფრის წინააღმდეგი ხართ, გარდა იმისა "ნაციონალური მოძრაობა" მხარს რომ დაგიჭერთ გახდეთ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. სამი წელი იყავით "ნაცების" გამო ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე," - მიმართა არჩილ გორდულაძემ გიგა ფარულავას.

ფარულავამ კი აღნიშნა, რომ მიუხედავად ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციისა, მას ცუდი არაფერი გაუკეთებია:

"ვიყავი თავმჯდომარე, მოიყვანეთ ერთი ფაქტი რითაც დავაზიანე ქალაქის ინტერესები. კოალიცია თავის თავში სულ სხვა არის, ვიდრე საკრებულოს თანამდებობის დაკავება,"- აღნიშნა გიგა ფარულავამ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე გიგა ფარულავას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე - ბატონო გიგა, ან ნერვები დაიმშვიდეთ ან მანდატურს ვთხოვ, დარბაზიდან გაგაძევოთ - თავი დაანებეთ ყვირილს, თორემ გეუბნებით, მართლა გაგაგდებთ!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები