პიტ ჰეგსეთი - ირანის წინააღმდეგ ომი მამაცური და ისტორიულია - ჩემი იმპიჩმენტი არ გამოუვათ
აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ირანის წინააღმდეგ ომს „მამაცურ და ისტორიულ“ მოვლენად აფასებს და აცხადებს, რომ კონგრესში მისი იმპიჩმენტის მცდელობა „ფარსია“ და არ გამოუვათ. დონალდ ტრამპმა ჰეგსეთი შეაქო და აღნიშნა, რომ მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია.

აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ირანის წინააღმდეგ ომს „მამაცურ და ისტორიულ“ მოვლენად აფასებს და აცხადებს, რომ კონგრესში მისი იმპიჩმენტის მცდელობებს დაუპირისპირდება.
“ხედავთ, ისინი მე მესხმიან თავს - ჩვენ გვესხმიან თავს - რადგან ეფექტურად ვმუშაობთ. ეს არ გამოუვათ. ჩვენ უკან არ დავიხევთ“, - განაცხადა ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდე მიმართვაში.
იმპიჩმენტის პროცესს მან „ფარსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ თავად ტრამპის მიმართაც ორჯერ იყო ინიცირებული იმპიჩმენტი.
„ეს ყველაფერი პიროვნული განადგურების პოლიტიკას უკავშირდება. ეს არ გამოვიდა პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოვა. ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“, - განაცხადა აშშ-ის ომის მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადეს, რომ შუალედურ არჩევნებში “რესპუბლიკელების” მარცხის მიზეზი ირანის წინააღმდეგ ომის გამო ამორჩევლების უკმაყოფილება გახდა. გუშინ, კითხვაზე, ელის თუ არა საკადრო ცვლილებებს, ტრამპმა ჰეგსეთი შეაქო და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა „ფანტასტიკური სამუშაო გასწია. ტრამპმა მიანიშნა, რომ მის მიმართ არსებული წინააღმდეგობა გენერლების თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირდება.
ციტატები სტატიიდან
„ეს ყველაფერი პიროვნული განადგურების პოლიტიკას უკავშირდება. ეს არ გამოვიდა პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოვა. ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…