პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკავშირის ელჩი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ელჩი, საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს. მან ჰერჩინსკის მოუწოდა, „დაყავი და იბატონეს“ მიდგომის ნაცვლად, ხელისუფლებასთან შეჩერებული პოლიტიკური დიალოგი აღადგინოს.

ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკავშირის ელჩი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ელჩი, საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს
პირველი არხი

ევროკავშირის ელჩი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ელჩი, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე, რომ „საქართველოს თუ სურს, ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, უნდა მიიღოს არა ამერიკული, რუსული ან ჩინური, არამედ ევროპული კანონები“.

ქადაგიშვილის თქმით, ფეოდალური მიდგომები – „დაყავი და იბატონე“ საქართველოში არ უნდა მუშაობდეს.

„საქართველოს ხალხი და სახელმწიფო დაყოფილი არ არის და საქართველოს სახელმწიფოს სისხლი არის ქართველი ხალხი, რომელიც მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას ირჩევს. ამიტომ, პატივი სცეს მან საქართველოს მთლიანობაში დანახულს და ნურავინ ეცდება, რომ საქართველო დახლიჩოს რამდენიმე ნაწილად. ეს ფეოდალური მიდგომები -„დაყავი და იბატონე“, საქართველოში არ უნდა მუშაობდეს. საქართველოს ხალხთან ლაპარაკი ნიშნავს საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ლაპარაკს. როგორც შეაჩერეს 2024 წლის ზაფხულში არჩევნების წინ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი, კეთილი ინებონ და აღადგინონ ეს პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური დიალოგის საფუძველზე გააკეთონ ხოლმე გარკვეული შეფასებები. ეს უფრო რეალისტური დამოკიდებულება იქნება, ვიდრე ხმამაღალი განცხადებები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს ხალხი და სახელმწიფო დაყოფილი არ არის და საქართველოს სახელმწიფოს სისხლი არის ქართველი ხალხი, რომელიც მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას ირჩევს. ამიტომ, პატივი სცეს მან საქართველოს მთლიანობაში დანახულს და ნურავინ ეცდება, რომ საქართველო დახლიჩოს რამდენიმე ნაწილად. ეს ფეოდალური მიდგომები -„დაყავი და იბატონე“, საქართველოში არ უნდა მუშაობდეს. საქართველოს ხალხთან ლაპარაკი ნიშნავს საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ლაპარაკს. როგორც შეაჩერეს 2024 წლის ზაფხულში არჩევნების წინ საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი, კეთილი ინებონ და აღადგინონ ეს პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური დიალოგის საფუძველზე გააკეთონ ხოლმე გარკვეული შეფასებები. ეს უფრო რეალისტური დამოკიდებულება იქნება, ვიდრე ხმამაღალი განცხადებები“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვერავინ მოიძებნა, ვერც ელჩი და ვერც რომელიმე ოფიციალური პირი, რომელიც კონკრეტულ სახელს და გვარს წარმოადგენს, რომელიც ამტკიცებს, რომ უსამართლობაა ჩადენილი - გია ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები