ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ხან ჭენგის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიასაქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ეწვია
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს უმაღლესს დონეზე განვიხილოთ საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია
საქართველოში ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…