პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სალომე სამადაშვილი - ივანიშვილს როცა უნდა, არ ერიდება განაცხადს, რომ ისაა გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ სხვა ვითარებაში ცდილობს გვითხრას, რომ ვიღაც კობახიძე ან მანამდე ვიღაც ღარიბაშვილი მართავდა ქვეყანას - ასეთი დაცინვა უნდა დასრულდეს!

ლელოქართული ოცნება

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როცა მისთვის მნიშვნელოვანია, არ ერიდება იმის ჩვენებას, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილების რეალური მიმღებია, ხოლო სხვა დროს პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს. მისი თქმით, ქართველი ხალხის ასეთი დაცინვა უნდა დასრულდეს.

სალომე სამადაშვილი - ივანიშვილს როცა უნდა, არ ერიდება განაცხადს, რომ ისაა გადაწყვეტილების მიმღები, მაგრამ სხვა ვითარებაში ცდილობს გვითხრას, რომ ვიღაც კობახიძე ან მანამდე ვიღაც ღარიბაშვილი მართავდა ქვეყანას - ასეთი დაცინვა უნდა დასრულდეს!
ინტერპრესნიუსი

როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისთვის რაღაც საკითხი მნიშვნელოვანია, არ ერიდება საჯაროდ იმის განაცხადს, რომ ის არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების რეალური მიმღები, - ამ განცხადებით პარტია “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პარტია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ისრაელის ელჩთან შეხვედრას ეხმაურება.

სამადაშვილის თქმით, მსგავსი პოლიტიკური სისტემა და რეჟიმი, რაც დღეს საქართველოშია, მსოფლიოში არ არსებობს.

“არ ვიცი, რა თემაზე გაიმართა შეხვედრა, მაგრამ ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს - როდესაც ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისთვის რაღაც საკითხი მნიშვნელოვანია, არ ერიდება საჯაროდ იმის განაცხადს, რომ ის არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების რეალური მიმღები, თუმცა ყველა სხვა ვითარებაში ცდილობს, გვერდზე გადგეს და გვითხრას, რომ ვიღაც კობახიძე ან მანამდე ვიღაც ღარიბაშვილი თუ ბახტაძე მართვადა ქვეყანას.

ქართველი ხალხის ასეთი დაცინვა უნდა დასრულდეს. მსგავსი პოლიტიკური სისტემა და რეჟიმი მსოფლიოში არ არსებობს. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ დიახ, მას პირადად დაეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

“ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.

“ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26 საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.

ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ’, - ნათქვამია “ქართული ოცნების“ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ ვიცი, რა თემაზე გაიმართა შეხვედრა, მაგრამ ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს - როდესაც ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისთვის რაღაც საკითხი მნიშვნელოვანია, არ ერიდება საჯაროდ იმის განაცხადს, რომ ის არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების რეალური მიმღები, თუმცა ყველა სხვა ვითარებაში ცდილობს, გვერდზე გადგეს და გვითხრას, რომ ვიღაც კობახიძე ან მანამდე ვიღაც ღარიბაშვილი თუ ბახტაძე მართვადა ქვეყანას. ქართველი ხალხის ასეთი დაცინვა უნდა დასრულდეს. მსგავსი პოლიტიკური სისტემა და რეჟიმი მსოფლიოში არ არსებობს. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ დიახ, მას პირადად დაეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება“
სალომე სამადაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები