ბატონი ბიძინა არ ჩნდებოდა, რატომ არ ჩნდებაო, ახლა გამოჩნდა და რატომ გამოჩნდაო- "ოცნების" წევრი
„ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ ბიძინა ივანიშვილის ისრაელის ელჩთან შეხვედრასა და მასზე ირაკლი კობახიძის დაუსწრებლობაში უცნაური ვერაფერი დაინახა და განაცხადა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული.

"ბატონი ბიძინა არ ჩნდებოდა, რატო არ ჩნდებაო, ახლა განმოჩნდა და რატო გამოჩნდაო" - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი, ზვიად შალამბერიძე ივანიშვილსი საჯარო გამოჩენას პარტიის ცენტრალურ ოფისში და ისრაელის ელჩთან მის აუდიენციას.
კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა შეხვედრას ირაკლი კობახიძე და ესწრებოდა მხოლოდ ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე, შალამბერიძეს პასუხი არ აქვს, თუმცა ირწმუნება, რომ ამაში უცნაური არაფერია.
ბატონი ბიძინა არ ჩნდებოდა, რატო არ ჩნდებაო, ახლა განმოჩნდა და რატო გამოჩნდაო. ვერ გავიგეთ ახლა, როგორ არის სწორი და როგორ არ არის. მე ვერ შევალ სიღრმეებში და გარდა იმისა, რაც იყო გამოქვეყნებული ოფიციალურად, დაგეთანხმებით, რომ საუბარი იყო სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე, იმ ურთიერთობაზე, რომელიც ათასწლეულები გრძელდება ჩვენს ერებს შორის და რა თქმა უნდა ამაში უცნაურს, მე ვერ ვხედავ.
რაც შეეხება კითხვას, პრემიერი რატომ არ ესწრებოდა, ამაზე მე პასუხი არ მაქვს, თუმცა ამაშიც უცნაურს მე ვერაფერს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ბატონი ბიზინა არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე და რა თქმა უნდა, ის არაერთხელ ღიად განუცხადებია, როგორც პრემიერს ასე სხვებს. ის აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში და იმაში რომ ელჩსშეხვდა, ამაში უცნაური არაფერი არ არის".- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის და ვალიდ აბუ ჰაიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე. შეხვედრას არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.
როგორც "ოცნება" იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის საელჩომაც.
ციტატები სტატიიდან
„ბატონი ბიძინა არ ჩნდებოდა, რატო არ ჩნდებაო, ახლა განმოჩნდა და რატო გამოჩნდაო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…