“სასწრაფო გაფრთხილება – ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ” – ზურაბ სიხარულიძე
ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, მეტადონის სახელით საშიში ვარდისფერი ფხვნილი ვრცელდება, რომელსაც ბათუმში ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ის მოსახლეობას უცნობი ნივთიერების მოხმარებისგან თავის შეკავებისკენ და სასწრაფო ლაბორატორიული იდენტიფიკაციისკენ მოუწოდებს.

ნარკოლოგი, ფედერალისტების წევრი, ზურაბ სიხარულიძე:
სასწრაფო გაფრთხილება -უცნობი ვარდისფერი ფხვნილი! კიდევ და კიდევ გაფრთხილება
ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ, რომელსაც მეტადონის სახელით ასაღებენ. არსებული ინფორმაციით, ის წყალში არ იხსნება და მხოლოდ ლიმონმჟავასთან იხსნება.
განსაკუთრებით საყურადღებოა სინთეზური ოპიოიდი U-47700 („Pink“, „Pinky“)- ძლიერი და მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერება, რომელიც წარსულში ვარდისფერი ფხვნილის სახითაც ვრცელდებოდა.
ასევე გამოსარიცხია ნიტაზენები და ფენტანილის ანალოგები.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ნივთიერებაა გავრცელებული საქართველოში. საჭიროა სასწრაფო ლაბორატორიული იდენტიფიკაცია.
არსებული ინფორმაციით, გუშინწინ ერთი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა ბათუმში !!!
არ გამოიყენოთ უცნობი ფხვნილი და არ ენდოთ მის მეტადონად გასაღებას. ზედოზირებისას დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიყენეთ ნალოქსონი, თუ ხელმისაწვდომია.
ძაან საშიშია ადგილზე
კლავს!!! ვერ ასწრებს სასწრაფოც მოსვლას!!! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს !!!!
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…