პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოლდოვა რუსეთის, ბელარუსისა და ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას გეგმავს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ვასილი ტოფანის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეერთების მიზნით რუსეთის, ბელარუსისა და ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას გეგმავს.

მოლდოვა რუსეთის, ბელარუსისა და ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას გეგმავს
იმედინიუსი

მოლდოვის ხელისუფლება რუსეთის, ბელარუსისა და ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას მოლდავური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე ვასილი ტოფანზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ტოფანმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ ნაბიჯით მოლდოვა აპირებს, რომ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას შეუერთდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმი დაუწესდებათ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზის აღება სჭირდებათ.

ტოფანმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ევროპული ინტეგრაციისთვის არის აუცილებელი.

„კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ. თუ ევროკავშირის ნორმები გვავალდებულებს, ესე იგი, ჩვენ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინ წაგვწევს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ. თუ ევროკავშირის ნორმები გვავალდებულებს, ესე იგი, ჩვენ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინ წაგვწევს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: ევროკავშირში განიხილავენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები