პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისრაელის წამყვანი ტუროპერატორის Skideal-ის აღმასრულებელი დირექტორი: „საფრანგეთს, ავსტრიასა და იტალიას შორის საქართველო ჩვენთვის N1 მიმართულებაა“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ისრაელის ტუროპერატორ Skideal-ის აღმასრულებელი დირექტორის, რონენ კაცის განცხადებით, ავსტრიასთან, საფრანგეთთან, იტალიასა და ბულგარეთთან შედარებით მათთვის საქართველო პირველ ადგილზეა.

ისრაელის წამყვანი ტუროპერატორის Skideal-ის აღმასრულებელი დირექტორი: „საფრანგეთს, ავსტრიასა და იტალიას შორის საქართველო ჩვენთვის N1 მიმართულებაა“
იმედინიუსი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლონდონში, ტურიზმის გლობალურ გამოფენაზე World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეროვნულ სტენდთან მოსულ სტუმრებსა და სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ოთხსეზონიან ტურისტულ პოტენციალს გაცნობოდნენ.

გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს გამოეხმაურა ისრაელის წამყვანი სამთო-სათხილამურო კომპანია „Skideal-ის“ აღმასრულებელი დირექტორი რონენ კაცი.

„ჩვენთვის საქართველო წამყვანი მიმართულებაა. ვმუშაობთ ავსტრიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთთან და მათ რომ შევადაროთ, საქართველო მაინც პირველ ადგილზეა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ აქ დიდი კულტურაა. უზომოდ გვიყვარს ქართველი ხალხი და მათი მასპინძლობა. ჩვენი კლიენტები ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს გულში ჩაიკრეს; ამას ემატება შესანიშნავი სამზარეულოც. თუმცა ვფიქრობ, რომ თქვენი მთავარი განძი მაინც ხალხი და ეს მიწაა, რადგან საქართველო წარმოუდგენლად ლამაზია“, - განაცხადა რონენ კაცმა.

WTM London 2026 საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა სექტორმა უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანი შეხვედრები გამართა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის საქართველო წამყვანი მიმართულებაა. ვმუშაობთ ავსტრიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთთან და მათ რომ შევადაროთ, საქართველო მაინც პირველ ადგილზეა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ აქ დიდი კულტურაა. უზომოდ გვიყვარს ქართველი ხალხი და მათი მასპინძლობა. ჩვენი კლიენტები ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს გულში ჩაიკრეს; ამას ემატება შესანიშნავი სამზარეულოც. თუმცა ვფიქრობ, რომ თქვენი მთავარი განძი მაინც ხალხი და ეს მიწაა, რადგან საქართველო წარმოუდგენლად ლამაზია“
რონენ კაცი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე WTM London 2026 ეროვნული სტენდით წარსდგაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები