პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში "ყვავილების გამოფენა" გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 7 და 8 ნოემბერს საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება, სადაც ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში და სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში "ყვავილების გამოფენა" გაიმართება
რუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 7 და 8 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება - საშემოდგომო "ყვავილების გამოფენა" გაიმართება.

გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამები დახვდებათ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.

დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ.

"ყვავილების გამოფენაზე" ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, საშემოდგომო გვირგვინებისა და თიხაზე ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში "ყვავილების გამოფენაზე" მისულ ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

ღონისძიება 7 და 8 ნოემბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში გაგრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები