პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

თბილისის მერია

ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 7 და 8 ნოემბერს საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება, სადაც ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, სანერგე მეურნეობების პროდუქცია და შემეცნებითი მასტერკლასები იქნება წარმოდგენილი.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
იმედინიუსი

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 7 და 8 ნოემბერს ტრადიციად ქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება.

გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები დახვდებათ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში.

დამთვალიერებლებს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ.

„ყვავილების გამოფენაზე“ ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, საშემოდგომო გვირგვინებისა და თიხაზე ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენაზე“ მისულ სტუმრებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

ღონისძიება 7 და 8 ნოემბერს, 12:00-იდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოეროვნულ ბოტანიკურ ბაღში "ყვავილების გამოფენა" გაიმართება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში "ყვავილების გამოფენა" გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები