პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთში შეტევა იყო აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. უკრაინულ მხარეს აღნიშნულ დარტყმაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

რუსეთში შეტევა იყო აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
რადიო თავისუფლება

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 6 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული ცნობით, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ“ აფიპსკიში ხანძარი გამოიწვია „ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე“, არავინ დაშავებულა და ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. კონკრეტული საწარმო შტაბს არ დაუსახელებია.

მონიტორინგის უკრაინული არხის Suernova+-ის ცნობით, უკრაინული დრონებით, მათ შორის რეაქტიულით, მასირებული შეტევა იყო აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც დაფიქსირებულია ხანძრის სულ მცირე ერთი კერა.

ცნობები ქარხანაზე დარტყმის შესახებ, სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ. მისი ინფორმაციით, იწვის რეზერვუარების პარკი.

აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამრეწველო-საფინანსო ჯგუფის, „საფმარის“ შემადგენლობაშია და მისი ამჟამინდელი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში ცხრა მილიონ ტონაზე მეტია.

აფიპსკის ქარხანაზე, რომელიც დიზელის საწვავს, ბენზინს, მაზუთს და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს, 2025 წლიდან ათზე მეტი შეტევა იყო.

უკრაინას აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 6 ნოემბერს განხორციელებული დრატყმის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიუკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები