პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ბითაძე: ქუთაისის ისტორიული მუზეუმი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იმართოს სამუზეუმო სისტემა

საქართველოს პარლამენტიკულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრ მაია ბითაძის განცხადებით, ქუთაისის ისტორიული მუზეუმი სამუზეუმო სისტემის მართვის სამაგალითო მოდელია, რომლის სისტემატიზაციაც იგეგმება. მუზეუმის განახლების პროექტის ფარგლებში 452.12 კვადრატული მეტრის ფართობის შენობის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დაიგეგმა.

მაია ბითაძე: ქუთაისის ისტორიული მუზეუმი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იმართოს სამუზეუმო სისტემა
იმედინიუსი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მუზეუმში იმყოფებოდა. მინისტრს მუზეუმის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების, ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნონა ქარციძემ გააცნო.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუცია და განძთსაცავია. მუზეუმში დაცულია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატები.

„ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იმართოს სამუზეუმო სისტემა. მუზეუმში ექსპოზიციების წარმოდგენის, ფონდსაცავების მოწესრიგების პარალელურად, ახალგაზრდებთან მიმდინარეობს მუშაობა ინტენსიური საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით. სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების დაინტერესება. მოდელი, რომელიც მათ შორის ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში არის წარმოდგენილი, სწორედ ის მოდელია, რომლის სისტემატიზაციას ვფიქრობთ მთელი ჩვენი სამუზეუმო სისტემისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული გამოწვევები, რომელიც მუზეუმს აქვს და, ვფიქრობთ, რომ, სამინისტროს ძალისხმევით, უახლოეს მომავალში გადაიჭრება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მუზეუმში დანერგილია ინოვაციური სისტემები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რაც ახალგაზრდების მიზიდვის კიდევ ერთი დამატებითი საშუალებაა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მუზეუმის განახლების პროექტის ფარგლებში, „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაგეგმილია 452.12 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები.

სამუშაოების განხორციელების შედეგად, განახლდება მუზეუმის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს უნიკალური ისტორიული ექსპონატების საიმედო დაცვას, კონსერვაციასა და შენარჩუნებას თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად. მასშტაბური პროექტი ქალაქის ისტორიულ ცენტრში შექმნის კიდევ უფრო მიმზიდველ, თანამედროვე და კომფორტულ სივრცეს ადგილობრივი ვიზიტორებისა და უცხოელი ტურისტებისთვის.

მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომაია ბითაძე: ქუთაისის ისტორიული მუზეუმი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იმართოს სამუზეუმო სისტემა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე: სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა; ინფრასტრუქტურა და ტექნიკური ბაზა განახლებულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები