როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარაში წვიმა, ქარი და მაღალ მთაში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი, ზღვაზე კი ღელვა 4-5 ბალს მიაღწევს. 8-9 ნოემბერს სუბტროპიკულ ზონაში შესაძლებელია ძლიერი სეტყვაც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ნოემბრის 21 საათიდან 7 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ზოგან და დღისით ყველგან იწვიმებს.
მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, დღისით კი – 17-22 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ჰაერის ტემპერატურა მთიან რაიონებში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი იქნება, დღისით – 4-5 ბალი.
ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 8-9 ნოემბერს მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში წვიმა, სუბტროპიკულ ზონაში შესაძლებელია სეტყვა -ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში კი თოვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…