პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ორი პირის ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისაგარეჯოში 2 ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სოფელ ლამბალოში, ძმების მკვლელობასთან დაკავშირებით, გადარჩენილი მესამე ძმა „ინტერპრესნიუსთან“ დეტალებს ჰყვებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები