გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
გიზო მამაგეიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ევროპა ლიგაზე „შტურმის“ „ცელიესთან“ 2:3 წაგებულ მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა. ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო შეხვედრას გამოაკლდა.

ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეოთხე ტურში „შტურმი“ სახლში „ცელიესთან“ 2:3 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიზო მამაგეიშვილი საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ დაბრუნდა - 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და კომპენსირებულ დროში საჯარიმოდან მის მიერ ჩაწოდებული ბურთი უმარ დიაკიტემ გაიტანა. „შტურმის“ ლიდერი ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია.
„შტურმი“ ტურნირზე 4 ქულით 24-ე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს ჩაატარებს - ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში „ზალცბურგს“ უმასპინძლებს.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - ცელიე 2:3
გოლები: 0:1 სეშლარი (29), 1:1 დიაკიტე (40), 1:2 ვერბიჩი (45), 1:3 სეშლარი (73), 2:3 დიაკიტე (90+3)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…