“3+3 ფორმატის, კომფორტული, სავარძელი კვლავ ელოდება პატრონს” – მოროშკინა
ლალი მოროშკინა ევროკომისიის ანგარიშს კატარაქტისა და გლაუკომის ოპერაციას ადარებს, ევროკავშირის სიმბოლიკას მკრეხელობად აფასებს და აცხადებს, რომ „3+3 ფორმატის კომფორტული სავარძელი კვლავ ელოდება პატრონს“.

ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:
ევროკომოსიის ანგარიში -კატარაქტის და გლაუკომის ოპერაციის ტოლფასია!
ძირს ბინდი და გაორებული მზერა!
როგორც იქნა ჩამოვიხსნით ვარდისფერ სათვალეს და რეალობას გავუსწორებთ ჯანმრთელ თვალს!
მადლობა ღმერთს, რომ პატრიარქმა ილია მეორემ თავის დროზე შიო მესამის კანდიდატურა შესთავაზა ერს და ბერს, ხოლო ეს უკანასკნელი აქტიურად დადის რეგიონებში, ქადაგებს სიწმინდეს, ერთობას და ქრისტიანულ მორალს, რომელშიც ნუ არანაორად არ ჯდება არც მამათმავალთა აღზევება და არც მცირეწლოვანთათვის სქესის გადაკეთება..
კიდევ ბევრი რამ “არ ჯდება”,
მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
შესაბამისად ლურჯ ატლასის ნაჭერზე ყვითელი ვარსკვლავუკები ფონად, ახლა უკვე ოლიგოფრენიულ გადახრასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ისედაც ეფემერული კავშირის ხატს წარმოადგენს, რაც თავისთავადაც მკრეხელობა გახლდათ.
გილოცავთ მეგობრებო!
თვალის ახელვის,
ბინდის მოხსნის,
უკატარაქტო საქართველოს დრო მოდის!
P.S. ამასობაში კი, 3+3 ფორმატის, კომფორტული, სავარძელი კვლავ ელოდება პატრონს…
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…