„მხნედაა და ბევრჯერ გაიმეორა, რომ ენატრებით“ –ეკა ბესელიამ ვახო სანაია იზოლატორში მოინახულა
ეკა ბესელიამ მცხეთის იზოლატორში დაკავებული ვახო სანაია მოინახულა და სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ჟურნალისტი მხნედაა, კორექტულად ექცევიან და კოლეგები ენატრება.

ეკა ბესელია სოციალ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
ცოტა ხნის წინ დავტოვე მცხეთის იზოლატორი , სადაც ვახო სანაია ვინახულე .
რასაკვირველია ემოციური იყო მისი საყვარელი ფორმულას ამბავი …
როგორც ჩემმა მეგობარმა ეკა შანიძემ დამაბარა ,, მსუბუქად “ ვუამბე
დეტალები მკითხა და ბევრჯერ გაიმეორა რომ ძალიან ენატრებით კოლეგებო
მხნედაა… ძლიერადაა… კორექტულად ექცევიან …
ბევრი ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე და იმედიანად …
ყველას თბილი და მონატრებული მოკითხვა…
მალე დაგიბრუნდებათ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…