პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბერძნეთის ქალაქებში სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ - ისინი საჯარო განათლების სფეროში არსებულ პირობებსა და ცხოვრების გაძვირებას აპროტესტებენ

ფინანსთა სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

საბერძნეთის ქალაქებში სტუდენტები საჯარო განათლების დაფინანსების გაზრდის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ცხოვრების გაძვირების შემსუბუქების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ.

საბერძნეთის ქალაქებში სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ - ისინი საჯარო განათლების სფეროში არსებულ პირობებსა და ცხოვრების გაძვირებას აპროტესტებენ
რუსთავი 2

საბერძნეთის ქალაქებში, მათ შორის ათენსა და სალონიკში, სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი საჯარო განათლების სფეროში არსებულ პირობებსა და ცხოვრების გაძვირებას აპროტესტებენ.

ათენის ცენტრში შეკრებილი სტუდენტები და კურსდამთავრებულები საჯარო განათლების დაფინანსების გაზრდას, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და უფასო განათლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, რომ საჯარო სკოლებში კადრების დეფიციტი აღმოიფხვრას, სტუდენტებს კი საცხოვრებლისა და განათლების ხარჯებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი შემსუბუქდეთ.

მედიის ინფორმაციით, სტუდენტურმა გაერთიანებებმა მსვლელობისას ფინანსთა სამინისტროს შენობის წინ განათლების ხარჯების შესახებ ბანერი ჩამოკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ სამშენებლო ნაგავი დატოვეს, რათა საზოგადოების ყურადღება სკოლების შენობების მდგომარეობისკენ მიეპყროთ.

საპროტესტო მსვლელობის მიმდინარეობისას, ათენის ცენტრში მდებარე მეტრო სადგური "პანეპისტიმიო" დაიკეტა.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ 1973 წელს ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას შეუერთდნენ. სამდღიანი სამახსოვრო ღონისძიებები 15 ნოემბერს დაიწყება, ხოლო მთავარი საპროტესტო მსვლელობა 17 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პროტესტი საბერძნეთში - მაღალი საცხოვრებელი და საგანმანათლებლო ხარჯების გასაპროტესტებლად ათენში სტუდენტები გამოვიდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები