იმას რასაც კრემლი "დროას" აბრალებს, წესით, მეც უნდა მაბრალებდეს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ პარტია „დროას“ არასასურველად გამოცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რასაც კრემლი „დროას“ აბრალებს, მასაც და ქართულ მთავრობასაც უნდა დააბრალონ, თუკი ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს.

რუსეთის მიერ „დროას“ არასასურველ პარტიად გამოცხადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რუმინეთიდან აფასებს.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, იმას რასაც კრემლი "დროას" აბრალებს, წესით ყველა იმ ქართულ პოლიტიკურ პარტიას უნდა აბრალებდეს, რომელიც მართლა საქართველოს ინტერესებს იცავს.
"ეს უნდა დამაბრალონ მე და უნდა დააბრალონ ქართულ მთავრობას, თუ კი ის მთავრობა იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. რა გააკეთა ისეთი დროამ, რა არ უნდა გააკეთოს ნებისმიერმა საქართველოში მოქმედმა, ქვეყნის ინტერესების დამცველმა პარტიამ. ელენე მოგიკითხავ"- თქვა ზურაბიშვილმა.
რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.
ციტატები სტატიიდან
„ეს უნდა დამაბრალონ მე და უნდა დააბრალონ ქართულ მთავრობას, თუ კი ის მთავრობა იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. რა გააკეთა ისეთი დროამ, რა არ უნდა გააკეთოს ნებისმიერმა საქართველოში მოქმედმა, ქვეყნის ინტერესების დამცველმა პარტიამ. ელენე მოგიკითხავ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…