პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მომბეზრდა წუწუნი, რომ უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კანის მერს, დევიდ ლისნარდს მხარდაჭერა გამოუცხადა. სანიოლის თქმით, მან გადაწყვიტა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს, რადგან არ სურს საფრანგეთის პოლიტიკური უკიდურესობების გავლენის ქვეშ ყოფნა.

"მომბეზრდა წუწუნი, რომ უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
სპორტალი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Passage à l'acte-ს პოდკასტში კანის მერს, დევიდ ლისნარდს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელიც 2027 წლის 18 აპრილს ჩატარდება:

„ჩვენ ვხედავთ, ახლა როგორი მძიმე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სიტუაციაა საფრანგეთში. არ მინდა უკიდურესობებს შორის (მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალები) მოვექცე და ვიფიქრო, რომ ქვეყანა განწირულია. ამას ვერ შევურიგდები. სწორედ ამიტომ გამოვუცხადე ლისნარდს მხარდაჭერა, რათა საზოგადოება კიდევ უფრო მეტად არ გაიხლიჩოს. დევიდში ის მხიბლავს, თუ რა უზარმაზარ შრომასა და თავდადებას დებს თავის საქმიანობაში. მას მკაფიო ხედვა აქვს და კარგად ესმის, რომ ეს ადვილი გზა არ არის.

გამარჯვება ხშირად ხანგრძლივი, თავდაუზოგავი შრომის შედეგია და სწორედ ასე მიიღწევა. ვერ შევეგუები იმას, როგორ იშლება ქვეყანა ორი უკიდურესობით. მე არჩევანი გავაკეთე, რამეთუ მომბეზრდა ყოველ დილით წუწუნი, რომ უფსკრულისაკენ მივექანებით. ამიტომ გადავწყვიტე მოქმედებაზე გადავიდე და ლისნარდს გვერდში დავუდგე“.

მედიის ცნობით, აგვისტოდან სანიოლი საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელთან, ემანუელ პეტისთან ერთად ლისნარდის აქტიურ მხარდამჭერთა შორისაა.

57 წლის ლისნარდი მემარჯვენე პოლიტიკოსი, საფრანგეთის მერთა ასოციაციის (AMF) პრეზიდენტი და პოლიტიკური მოძრაობა „ახალი ენერგიის“ დამფუძნებელია.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება" - ვილი სანიოლიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები