ნუნუ დუღაშვილი - "გადამრიე"
"გადამრიე" - კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი; ლექსის ავტორი. ჯანსუღ ჩარკვიანი. კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნუნუ დუღაშვილი დაიბადა 1933 წლის 7 თებერვალს. პირველი ნაწარმოები "პატარა მწყემსის სიმღერა", ნუნუმ 5 წლის ასაკში შექმნა.
მისი შემოქმედება და საქმიანობა მრავალფეროვანია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა რამდენიმე სიმღერამ მოუტანა, მათ შორისაა: "ქუთაისო", "იმერეთის ნიავი", "ღმერთი სიყვარულისა", "ბათუმი რად ღირს, მარტო", "ჩემი სიმღერა", "კახეთო", "სამშობლო", "თბილისო, სიყვარულო".
დაწერილი აქვს საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის. ნუნუ დუღაშვილის სიმღერები გამოირჩევა ეროვნული კოლორიტით და ხალხურ მელოდიებთან სიახლოვით. 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…