გია ვოლსკი – როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამდენიმე დივერსია არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან იყოს დაპირისპირებული
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის მტკიცებით, მარტა კოსის განცხადებაში ხელისუფლების შეცვლისა და დამორჩილების სურვილი ჩანს, პატარა ქვეყნის დასამორჩილებლად კი ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმა საზოგადოების შიგნით დაპირისპირების გაღვივებაა.

მარტა კოსის განცხადებაში ჩანს სურვილი – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისიფლებამ პოლიტიკა ისე უნდა შეცვალოს, რომ თავიდან ბოლომდე დამორჩილებული იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამოდენიმე სახის დივერსიაა – იარაღის შეტანა, აფეთქებების და რევოლუციების მოწყობა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან დაპირისპირებული იყოს.
„მარტა კოსის განცხადებაში ჩანს სურვილი – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისიფლებამ პოლიტიკა ისე უნდა შეცვალოს, რომ თავიდან ბოლომდე დამორჩილებული იყოს. იგივე ხდება პოლონეთში. პოლონეთის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის დიქტატს არ უნდა დაექვემდებაროს. ოღონდ, ევროკავშირში წევრად უნდა იყვნენ. ასეთები ბევრნი არიან. სლოვაკეთი გინდა, უნგრეთი, თუ იტალია. მათ დიქტატი არ უნდათ. ქვეყნები და საზოგადოებებია, ვისაც ეს არ უნდათ. ჩვენც იგივეს ვეუბნებით, რომ არგუმენტი გვაქვს და მოგვისმინონ. ისინი ამბობენ, არგუმენტები არ აინტერესებთ, მათი ამოცანაა, საგარეო კურსი ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც ევროკავშირს გააჩნია. პირდაპირ ლაპარაკია დაპირისპირებაში ჩართვაზე. საგანგებოდ მნიშვნელოვანია დერეფნის მართვაზე გავლენის მოპოვება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ეს ვერ ხორციელდება და სხვა ფორმულა მოიგონეს. იფიქრეს, ვინაიდან არჩევნების გზით ამათ ვერ ვცვლითო და ხელისუფლების სათავეში ანა წითლიძე ან გვარამია ვერ მოვიყვანეთო, საჭიროა, სასამართლო ხელისუფლების სადავეები ხელში ავიღოთო. რაც მას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეუქმნან ისეთი პირობები, როგორიც უნდათ, რომ მართონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ასეა მოლდოვაში, ამიტომ მოსწონთ, თორემ, მოლდავაში არაფერი მოსაწონი არ არის არც დემოკრატიის და არც ეკონომიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს თავადაც იციან.
„მოლდოველები მიყვარს, უკრაინელები, მით უმეტეს. მათთან ურთიერთობა ყოველდღე მაქვს. ვურეკავთ, მეგობრები გვირეკავენ, ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ჩადით და ნახეთ, იქ რა მდგომარეობაა, აქ რა ხდება და შეადარეთ. გვეუბნებიან, საქართველოში „თვითნებურად“ დაკავებულები არიანო. ვეუბნებით, რომელია და ეს საკითხი გავარჩიოთ-თქო. როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამოდენიმე სახის დივერსიაა – იარაღის შეტანა, აფეთქებების და რევოლუციების მოწყობა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან დაპირისპირებული იყოს. ეს შედარებით ადვილად შესასრულებელია და თან ყველაზე მზაკვრული, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. დაპირისპირების ის ხარისხი შეიქმნას, რომელიც ადვილად სამართავს გახდის ქვეყნას. ამას ვადევნებთ თვალყურს, რაც ახლა ხდება. ქართველთმოძულეობაა სიძულვილი მათ მიმართაც, რომლებსაც ისინი ვითომ
მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად არ აინტერრსებთ. საერთოდ არ ადარდებთ, პაატა ბურჭულაძეზე იჯდება ციხეში თუ კორძი გამოვა და იმღერებს. აინტერესებთ, ერთმანეთს შეაგინონ, რომ ამას პასუხი მოჰყვეს. „ოლეთა საზოგადოებამ“ იცის, რომ ზუსტად იგივე პასუხს გასცემენ, ასჯერ მეტს ეტყვიან, მაგრამ გეგმაა, რომ სიტყვით დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდოს და ვინმე ქუჩაში გაილახოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ციტატები სტატიიდან
„მარტა კოსის განცხადებაში ჩანს სურვილი – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისიფლებამ პოლიტიკა ისე უნდა შეცვალოს, რომ თავიდან ბოლომდე დამორჩილებული იყოს. იგივე ხდება პოლონეთში. პოლონეთის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის დიქტატს არ უნდა დაექვემდებაროს. ოღონდ, ევროკავშირში წევრად უნდა იყვნენ. ასეთები ბევრნი არიან. სლოვაკეთი გინდა, უნგრეთი, თუ იტალია. მათ დიქტატი არ უნდათ. ქვეყნები და საზოგადოებებია, ვისაც ეს არ უნდათ. ჩვენც იგივეს ვეუბნებით, რომ არგუმენტი გვაქვს და მოგვისმინონ. ისინი ამბობენ, არგუმენტები არ აინტერესებთ, მათი ამოცანაა, საგარეო კურსი ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც ევროკავშირს გააჩნია. პირდაპირ ლაპარაკია დაპირისპირებაში ჩართვაზე. საგანგებოდ მნიშვნელოვანია დერეფნის მართვაზე გავლენის მოპოვება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ეს ვერ ხორციელდება და სხვა ფორმულა მოიგონეს. იფიქრეს, ვინაიდან არჩევნების გზით ამათ ვერ ვცვლითო და ხელისუფლების სათავეში ანა წითლიძე ან გვარამია ვერ მოვიყვანეთო, საჭიროა, სასამართლო ხელისუფლების სადავეები ხელში ავიღოთო. რაც მას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეუქმნან ისეთი პირობები, როგორიც უნდათ, რომ მართონ“
„მოლდოველები მიყვარს, უკრაინელები, მით უმეტეს. მათთან ურთიერთობა ყოველდღე მაქვს. ვურეკავთ, მეგობრები გვირეკავენ, ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ჩადით და ნახეთ, იქ რა მდგომარეობაა, აქ რა ხდება და შეადარეთ. გვეუბნებიან, საქართველოში „თვითნებურად“ დაკავებულები არიანო. ვეუბნებით, რომელია და ეს საკითხი გავარჩიოთ-თქო. როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამოდენიმე სახის დივერსიაა – იარაღის შეტანა, აფეთქებების და რევოლუციების მოწყობა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან დაპირისპირებული იყოს. ეს შედარებით ადვილად შესასრულებელია და თან ყველაზე მზაკვრული, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. დაპირისპირების ის ხარისხი შეიქმნას, რომელიც ადვილად სამართავს გახდის ქვეყნას. ამას ვადევნებთ თვალყურს, რაც ახლა ხდება. ქართველთმოძულეობაა სიძულვილი მათ მიმართაც, რომლებსაც ისინი ვითომ მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად არ აინტერრსებთ. საერთოდ არ ადარდებთ, პაატა ბურჭულაძეზე იჯდება ციხეში თუ კორძი გამოვა და იმღერებს. აინტერესებთ, ერთმანეთს შეაგინონ, რომ ამას პასუხი მოჰყვეს. „ოლეთა საზოგადოებამ“ იცის, რომ ზუსტად იგივე პასუხს გასცემენ, ასჯერ მეტს ეტყვიან, მაგრამ გეგმაა, რომ სიტყვით დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდოს და ვინმე ქუჩაში გაილახოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…