რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არ არსებობს დაბრკოლება, რომლის გადალახვა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ძმობას არ შეუძლია
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის ძმობისთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. ქვეყნებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ბაქომ სკოლებში ჰიჯაბი აკრძალა, რის ფონზეც ილჰამ ალიევი ანკარაში სამიტს არ დაესწრო.

არ არსებობს დაბრკოლება, რომლის გადალახვა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ძმობას არ შეუძლია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბაქოში ვიზიტს 8 ნოემბერს გეგმავს.
„აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობები კლასიკურ დიპლომატიურ კონტაქტებს სცდება. ქვეყნებს შორის არსებული ურღვევი კავშირი ჩვენი საერთო ისტორიის, კულტურის, ბედისწერისა და ღვთის ნებით, ჩვენი მომავლის ნაყოფია“, - განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში დაძაბულობა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ბაქომ სკოლებში ჰიჯაბის ტარება აკრძალა.
აზერბაიჯანის გადაწყვეტილება თურქეთში რამდენიმე ოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა, მათ შორის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩეველმა ოქტაი სარალმა, რომელიც მოგვიანებით თანამდებობიდან გადადგა.
დაძაბულობის ფონზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გასულ კვირას ანკარაში, „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ სამიტს არ დაესწრო.
ციტატები სტატიიდან
„აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობები კლასიკურ დიპლომატიურ კონტაქტებს სცდება. ქვეყნებს შორის არსებული ურღვევი კავშირი ჩვენი საერთო ისტორიის, კულტურის, ბედისწერისა და ღვთის ნებით, ჩვენი მომავლის ნაყოფია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…