რუსეთში პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს ბორის ნემცოვის ქალიშვილს, ჟანა ნემცოვას
მოსკოვის სასამართლომ მოკლული ოპოზიციონერის ქალიშვილს, ჟანა ნემცოვას, რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციის“ საქმიანობის ბრალდებით დაუსწრებლად 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ჟანა ნემცოვა დაუსწრებლად გაასამართლა მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონულმა სასამართლომ. პროკურატურა ნემცოვას ბრალს სდებს რუსეთში „არასასურველად“ გამოცხადებული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში.
დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონის“ ცნობით, 5 ნოემბერს სასამართლომ ნემცოვა დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად მიუსაჯა ოთხი წლით პატიმრობა. გარდა ამისა, ჟანა ნემცოვას 8 წლით აეკრძალა ინტერნეტ-საიტების ადმინისტრირება.
ბრალდების მხარე 5-წლიან პატიმრობას და საიტების ადმინისტრირების 9 წლით აკრძალვას ითხოვდა.
„ბორის ნემცოვის ფონდი თავისუფლებისთვის“ პოლიტიკოსის მკვლელობის შემდეგ, 2015 წელს გერმანიაში დაფუძნდა დამოუკიდებელი ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და აქტივისტების მხარდასაჭერად.
2024 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ფონდი „არასასურველ“ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2026 წელს ჟანა ნემცოვას ჯერ დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, ხოლო შემდეგ „უცხოეთის აგენტად“ და ძებნილად გამოაცხადეს.
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წლის თებერვალში მოკლეს მოსკოვის ცენტრში.
მამის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში ჟანა ნემცოვამ რუსეთი დატოვა, გერმანიაში გაემგზავრა და იქიდან განაგრძო ჟურნალსიტური და საზოგადოებრივი საქმიანობა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…