ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზს ილია II-ის სახელი მიენიჭა
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზს ილია II-ის სახელი მიენიჭა. ამავე დროს, უნივერსიტეტში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

"ოქროს საწმისის ქვეყანა" - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ს წელს ეძღვნება. ღონისძიებას წამყვანი ქართველი და უცხოელი მკვლევრები ესწრებიან. სამკითხველო დარბაზს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II სახელი მიენიჭა.
"დიდი დღე არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ს წელს. მეგობრები არიან ჩამოსული, პროფესურა, როგორც თურქეთიდან, ასევე ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქის ცნობილი მეცნიერები. დღეს ბევრით აღსანიშნავი დღე არის", - აცხადებს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა კირთაძე.
ციტატები სტატიიდან
„დიდი დღე არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ს წელს. მეგობრები არიან ჩამოსული, პროფესურა, როგორც თურქეთიდან, ასევე ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენი ქალაქის ცნობილი მეცნიერები. დღეს ბევრით აღსანიშნავი დღე არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…