ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური" - ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

კულტურის სამინისტრო

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა და საეკლესიო ხელოვნების 200-ზე მეტი ექსპონატის მომცველი კატალოგი წარადგინეს.

"ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური" - ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა
"ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური" - ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მუზეუმში გამოფენა გაიხსნარუსთავი 2

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა - "ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური" გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის წარდგენაც გაიმართა.

კატალოგი მუზეუმში დაცულ ქრისტიანული ხელოვნების X–XVIII საუკუნეების საგანძურის 200-ზე მეტ ნიმუშს აერთიანებს.

"გამოცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის და ოქრომჭედლური ხელოვნების, ასევე, ქვეყნის მხატვრული მემკვიდრეობის წარმოჩენის, სამუზეუმო კოლექციების კვლევისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს სახელმწიფოს როლს სამუზეუმო კოლექციების შესწავლასა და პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე თარიღის, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშვნის კონტექსტში," - აღნიშნა კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ჯამბურიამ.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენაზე - "ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური" წარმოდგენილია მუზეუმის ფონდებში დაცული, X-XVIII საუკუნეების ეროვნული მემკვიდრეობის საეკლესიო ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის: ქართული ხელნაწერი წიგნები, ქართული ოქრომჭედლობის ნამუშევრები - ჭედური და ფერწერული ხატები და საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშები.

გამოფენა 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის და ოქრომჭედლური ხელოვნების, ასევე, ქვეყნის მხატვრული მემკვიდრეობის წარმოჩენის, სამუზეუმო კოლექციების კვლევისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს სახელმწიფოს როლს სამუზეუმო კოლექციების შესწავლასა და პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე თარიღის, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშვნის კონტექსტში,“
სალომე ჯამბურია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა - „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები