პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ბითაძე: ჩვენი მიზანია, მუზეუმები არქეოლოგიური ცოდნისა და განათლების ცოცხალ ცენტრებად ვაქციოთ, სადაც ახალი თაობები საკუთარი ისტორიის აღმოჩენას, შესწავლასა და გააზრებას შეძლებენ

საქართველოს პარლამენტიკულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრ მაია ბითაძის განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი სისტემა არქეოლოგიური ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული გადამზადებისთვის, რის გამოც ვანის მუზეუმის ბაზაზე ერთიანი სახელმწიფოებრივი სისტემის შექმნაა საჭირო.

მაია ბითაძე: ჩვენი მიზანია, მუზეუმები არქეოლოგიური ცოდნისა და განათლების ცოცხალ ცენტრებად ვაქციოთ, სადაც ახალი თაობები საკუთარი ისტორიის აღმოჩენას, შესწავლასა და გააზრებას შეძლებენ
რუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა. მუზეუმის ფუნქციონირების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მინისტრს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და ვანის მუზეუმის დირექტორმა, ომარ გაბუნიამ გააცნეს.

"ვანი ანტიკური კოლხური ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. მისი უნიკალური არქეოლოგიური მემკვიდრეობა გვაძლევს განსაკუთრებულ საფუძველს, ვაქციოთ იგი არქეოლოგიური ცოდნისა და განათლების განვითარების მნიშვნელოვან კერად.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს არ გვაქვს ჩამოყალიბებული ერთიანი სისტემა, რომელიც მოქალაქეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს არქეოლოგიური ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული გადამზადების შესაძლებლობას მისცემს. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს არქეოლოგიური აღმოჩენების სრულფასოვან შესწავლას, ანალიზს, დამუშავებას, რესტავრაციასა და კონსერვაციას. ეს არის ის საფუძველი, რომლის გარეშეც შეუძლებელია დარგის განვითარება და ახალი პროფესიონალების მომზადება.

ჩვენ გვჭირდება არა ცალკეული, ერთმანეთისგან მოწყვეტილი ინიციატივები, არამედ ერთიანი სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც გააერთიანებს არქეოლოგიურ კვლევას, თანამედროვე ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, პროფესიულ განათლებას და პრაქტიკულ გადამზადებას. სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვავითაროთ ვანის შესაძლებლობები. გვინდა, ვანი იქცეს სივრცედ, სადაც არა მხოლოდ შევინარჩუნებთ ჩვენი ცივილიზაციის უნიკალურ მემკვიდრეობას, არამედ შევქმნით ახალ ცოდნას, მოვამზადებთ პროფესიონალებს და მომავალ თაობებს საკუთარი ისტორიის სიღრმისეულად შეცნობის შესაძლებლობას მივცემთ", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მინისტრთან ერთად ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, პარლამენტის წევრები ლომინაძე და გივი ჭიჭინაძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კავკასიის რეგიონში ნაქალაქარზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი მუზეუმია. ვანი წარმოადგენს ანტიკური ხანის კოლხური ცივილიზაციისა და ოქრომრავალი კოლხეთის უნიკალურ ცენტრს, სადაც დაცულია მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური აღმოჩენები. მდიდრულ აღმოჩენებთან ერთად, მუზეუმის დამაარსებლის - ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული მეცნიერული კვლევების საფუძველზე, ვანმა არამხოლოდ სახელი გაუთქვა საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, არამედ წაშალა ზღვარი მითსა და რეალობას შორის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომაია ბითაძე: ჩვენი მიზანია, მუზეუმები არქეოლოგიური ცოდნისა და განათლების ცოცხალ ცენტრებად ვაქციოთ, სადაც ახალი თაობები საკუთარი ისტორიის აღმოჩენას, შესწავლასა და გააზრებას შეძლებენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვანი ანტიკური კოლხური ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. მისი უნიკალური არქეოლოგიური მემკვიდრეობა გვაძლევს განსაკუთრებულ საფუძველს, ვაქციოთ იგი არქეოლოგიური ცოდნისა და განათლების განვითარების მნიშვნელოვან კერად. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს არ გვაქვს ჩამოყალიბებული ერთიანი სისტემა, რომელიც მოქალაქეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს არქეოლოგიური ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული გადამზადების შესაძლებლობას მისცემს. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს არქეოლოგიური აღმოჩენების სრულფასოვან შესწავლას, ანალიზს, დამუშავებას, რესტავრაციასა და კონსერვაციას. ეს არის ის საფუძველი, რომლის გარეშეც შეუძლებელია დარგის განვითარება და ახალი პროფესიონალების მომზადება. ჩვენ გვჭირდება არა ცალკეული, ერთმანეთისგან მოწყვეტილი ინიციატივები, არამედ ერთიანი სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც გააერთიანებს არქეოლოგიურ კვლევას, თანამედროვე ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, პროფესიულ განათლებას და პრაქტიკულ გადამზადებას. სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვავითაროთ ვანის შესაძლებლობები. გვინდა, ვანი იქცეს სივრცედ, სადაც არა მხოლოდ შევინარჩუნებთ ჩვენი ცივილიზაციის უნიკალურ მემკვიდრეობას, არამედ შევქმნით ახალ ცოდნას, მოვამზადებთ პროფესიონალებს და მომავალ თაობებს საკუთარი ისტორიის სიღრმისეულად შეცნობის შესაძლებლობას მივცემთ“
მაია ბითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძე: მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები