ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია ბითაძე: მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება

კულტურის მინისტრ მაია ბითაძის განცხადებით, მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება პრიორიტეტი იქნება. მან სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში შენობის ფასადის რეაბილიტაციისა და ადაპტირებული სივრცეების მოწყობის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

მაია ბითაძე: მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება
მაია ბითაძე: მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნებაიმედინიუსი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი თუშიშვილთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ მალხაზ ბეგიაშვილთან და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატ გია ბენაშვილთან ერთად, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში იმყოფებოდა.

მინისტრს მუზეუმის საქმიანობის ანგარიში და არსებული საჭიროებები მუზეუმის დირექტორმა, მარიამ ინანაშვილმა გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

„სიღნაღის მუზეუმი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. აქ ფუნქციონირებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისი სივრცე, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენის მასპინძელია. მუზეუმის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური გამოწვევების მოგვარება. საჭიროა შენობის ფასადის რეაბილიტაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული სივრცეების მოწყობა და განათების სისტემების განახლება. მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

2027 წელი სიღნაღის მუზეუმისთვის საიუბილეოა - მუზეუმს დაარსებიდან 80 წელი, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეერთებიდან 20 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დაგეგმილია კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მომზადება, რომლებიც მუზეუმის ისტორიის, კოლექციებისა და საქმიანობის პოპულარიზაციას დაეთმობა.

აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუზეუმის ფონდებში დაცულია მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი კოლექციები: კახეთის რეგიონში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, V–XIX საუკუნეების ნუმიზმატიკური ნიმუშები, ეთნოგრაფიული ნივთები, ვერცხლის ჭურჭელი, სამკაულები, იარაღი, საეკლესიო ნივთები, ხელნაწერები, ფარდაგები და ისტორიული დოკუმენტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს XX საუკუნის ქართველ მხატვართა ნამუშევრებს, მათ შორის ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანისა და ქეთევან მაღალაშვილის ფერწერულ ტილოებს.

2007 წლიდან მუზეუმში არაერთი მნიშვნელოვანი გამოფენა, კულტურული ღონისძიება და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. პაბლო პიკასოს გამოფენამ მუზეუმში საერთაშორისო გამოფენების ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. აღსანიშნავია გამოფენა „დიეგო და ფრიდა - ღიმილი შუა გზაზე“, რომელიც მექსიკის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით გაიმართა, ასევე იაპონური გამოფენების ციკლი.

მუზეუმი ხელს უწყობს თანამედროვე ქართული მხატვრობისა და ხალხური რეწვის პოპულარიზაციას, მასპინძლობს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროექტებსა და სამეცნიერო კონფერენციებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის განვითარებასა და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომაია ბითაძე: მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძემ, თელავის ისტორიულ მუზეუმში, არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები