პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი - 28 ნოემბერს ათიათასობით უნდა შევიკრიბოთ!

კოალიცია ცვლილებისთვისქართული ოცნება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში ევროინტეგრაციის შეჩერებას ადასტურებს და მოქალაქეებს 28 ნოემბერს აქციისკენ მოუწოდებს. მათი მტკიცებით, „ივანიშვილის რუსული რეჟიმის“ პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი - 28 ნოემბერს ათიათასობით უნდა შევიკრიბოთ!
ინტერპრესნიუსი

გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი განცხადებით, ანგარიშში მოცემული საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველასთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს შინაარსი განგაშის სიგნალი უნდა გახდეს,

„ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ევროკომისიის მიერ საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ფორმალურად რჩება ძალაში. ივანიშვილის რეჟიმი არ ასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს, რადგან მმართველი პარტია აგრძელებს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებებისათვის ძირის გამოთხრასა და სახელმწიფოს მიტაცებას.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით დემოკრატიის უკუსვლისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო, “ქართული ოცნება” ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას, ხოლო ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ამბობს, რომ გაფართოების პოლიტიკა ვეღარ იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ცენტრალური ხაზი.

რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადამწყვეტ ფაზაშია. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის ამოცანაა, საბოლოოდ მოკლას ჩვენი სამშობლოს ნორმალური განვითარების პერსპექტივა, ღირსეული, უსაფრთხო და მშვიდობიანი ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყანა ჩვენი დასაცავია.

28 ნოემბერს ათიათასობით უნდა შევიკრიბოთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო ქართველი ხალხისაა. ჩვენ ვწყვეტთ სად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი.

საქართველო ივანიშვილის გარეშე!“- წერია განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს - გაფართოების ანგარიშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები