პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უნგრეთში გახსნეს წვდომა კომუნისტური პერიოდის აგენტების საიდუმლო არქივებთან

უნგრეთის ხელისუფლებამ კომუნისტური პერიოდის სპეცსამსახურების არქივები გახსნა და ვებგვერდზე დაახლოებით 60 000 ყოფილი ინფორმატორის ჩანაწერი გაასაჯაროვა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პროცესი 1956 წლის რევოლუციის ჩახშობის წლისთავზე დაიწყო და 2027 წელს დასრულდება.

უნგრეთში გახსნეს წვდომა კომუნისტური პერიოდის აგენტების საიდუმლო არქივებთან
ბათუმელები

უნგრეთმა კომუნისტური წარსულის გამოაშკარავებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – ხელისუფლებამ ყოფილი სადაზვერვო სამსახურების არქივები საჯარო წვდომისთვის გახსნა.

ეს არქივები შეიცავს ინფორმაციას ათიათასობით ინფორმატორის შესახებ, რომლებიც კომუნისტური მმართველობის დროს სახელმწიფოსთან თანამშრომლობდნენ.

4 ნოემბერს უნგრეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურების ისტორიულმა არქივმა თავის ვებგვერდზე დაახლოებით 60 000 ყოფილი ინფორმატორის ჩანაწერები გახადა საჯარო,

„1945-1990 წლებში მოქმედი პოლიტიკური პოლიცია საზოგადოების კონტროლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო. ამ პროცესში ჩართული იყო მრავალი ადამიანი. მათ ხშირად აგენტებს უწოდებენ. ჩვენი მიზანია, რომ ახლა გამოქვეყნებული წყაროების დახმარებით, ფართო საზოგადოებამ გადადგას პირველი ნაბიჯი უახლოესი წარსულის შესახებ ცოდნის მისაღებად“ – ვკითხულობთ ვებგვერდზე.

უნგრული მედიის ცნობით, არქივები 4 ნოემბერს, 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის საბჭოთა კავშირის მიერ ჩახშობის წლისთავზე გაიხსნა.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ე.წ. აგენტების ფაილების გახსნისკენ, რაც დიდი ხნის მოთხოვნა, რომელიც რეჟიმის შეცვლის შემდეგ მთავრობებმა ვერ შეასრულეს“ – წერს გამოცემა Daily News Hungary.

ამჟამად ხელმისაწვდომია ისტორიული ჩანაწერების სამი ტიპი:

მონაცემთა ბაზა – აგენტურული ქსელის რეესტრი, რომელშიც დაახლოებით 55 000 ადამიანის სახელი და ძირითადი მონაცემებია დაფიქსირებული. ეს პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ყურადღების არეალში მოხვდნენ. ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს მათ ფსევდონიმს, გაფორმების (გადაბირების) საქმის ნომერს, სამუშაო ადგილსა და სხვა პირად მონაცემებს. თუმცა, ეს მონაცემთა ბაზა არასრულია და არ შეიცავს უშუალოდ საინფორმაციო შეტყობინებებს (ანგარიშებს) ან ფოტოებს.

„B“ რეესტრები, რომლებიც 1957-1962 წლებს მოიცავს და დაახლოებით 25 000 ადამიანის მონაცემებს შეიცავს — იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში საქმეები გაიხსნა.

და „ფორმა 6“ ბარათები, რომლებიც უფრო დეტალურ ინფორმაციას იძლევა, მათ შორის: პირად მონაცემებს, პროფესიას, სამუშაო ადგილს, დაბირების თარიღსა და იმ საფუძვლებს, რის გამოც პირი გადაიბირეს. ასევე შესაძლოა მითითებული იყოს, თუ რამდენ ხანს ირიცხებოდა პირი სახელმწიფო უსაფრთხოების აღრიცხვაზე და რომელი ოფიცერი კურირებდა მის გადაბირებას.

უნგრული მედია ასევე წერს, რომ ფაილებში ადამიანის სახელისა და გვარის ყოფნა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად სპეცსამსახურების აგენტი იყო, რადგან დოკუმენტები მოიცავს ადამიანთა განსხვავებულ კატეგორიებს, რომლებიც კომუნისტური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ზოგიერთი მათგანი გადაიბირეს და ისინი აქტიურად აწვდიდნენ ინფორმაციას სპეცსამსახურებს; სხვები კი ეწინააღმდეგებოდნენ გადაბირების მცდელობებს, არასდროს წარუდგენიათ ანგარიშები, ან აწვდიდნენ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც ხელისუფლება უსარგებლოდ მიიჩნევდა. ზოგიერთი პირი უბრალოდ აღრიცხვაზე აიყვანეს, რადგან ისინი უსაფრთხოების სამსახურებისთვის ინტერესს წარმოადგენდნენ.

რაც შეეხება ინფორმატორების მიერ ადამიანების შესახებ დაწერილი რეალურ ანგარიშებს – ეს მონაცემთა ბაზაში არ გამოქვეყნდება. უნგრეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს აუცილებელია თვალთვალის მსხვერპლთა დასაცავად, რათა არ გასაჯაროვდეს მათი პირადი მონაცემები და კერძო ცხოვრების დეტალები, თუმცა, დაზარალებულ პირებსა და მათ ნათესავებს შეუძლიათ, არქივებიდან მოითხოვონ წვდომა შესაბამის დოკუმენტებზე.

უნგრული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მადიარმა განაცხადა, რომ მთავრობა 1990 წლის დემოკრატიული გარდამავალი პერიოდის ხარვეზს ასწორებს. მან 4 ნოემბერს, ბრიფინგზე, ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტების გასაჯაროების პროცესი ღირსეულად და ჰუმანურად უნდა წარიმართოს და ამავდროულად, აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების წარსული სოციალურ ტრავმას წარმოადგენს, რომელიც უნდა გამოაშკარავდეს, რათა შესაძლებელი გახდეს შერიგების პროცესის დაწყება.

მადიარმა ასევე განაცხადა, რომ გადაბირების დოსიეებისა და დარჩენილი მონაცემების დამუშავება და ატვირთვა დასრულდება 2027 წლის 25 თებერვალს – უნგრეთში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. NEWS.GEუნგრეთმა კომუნისტური რეჟიმის საიდუმლო არქივები გახსნა - რეესტრებში პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ტელევიზიაში მომუშავეთა სახელებიც გვხვდება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„1945-1990 წლებში მოქმედი პოლიტიკური პოლიცია საზოგადოების კონტროლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო. ამ პროცესში ჩართული იყო მრავალი ადამიანი. მათ ხშირად აგენტებს უწოდებენ. ჩვენი მიზანია, რომ ახლა გამოქვეყნებული წყაროების დახმარებით, ფართო საზოგადოებამ გადადგას პირველი ნაბიჯი უახლოესი წარსულის შესახებ ცოდნის მისაღებად“
„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ე.წ. აგენტების ფაილების გახსნისკენ, რაც დიდი ხნის მოთხოვნა, რომელიც რეჟიმის შეცვლის შემდეგ მთავრობებმა ვერ შეასრულეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უნგრეთი კომუნისტური რეჟიმის აგენტების სახელებსა და სახელმწიფო უშიშროების არქივებს გაასაჯაროებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები