უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც სამი დებიუტანტი მოხვდა.

უეფას ერთა ლიგის 2026 წლის სეზონის ბოლო ორი მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
შემადგენლობაში სამი დებიუტანტია - "დინამო ბათუმის" მეკარე ნოდარ ყალიჩავა, უკრაინული პოლისიას მცველი გიორგი მაისურაძე და სლოვენური ტრნავის სპარტაკის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ნოდარ ყალიჩავა.
დაცვა: ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, საბა საზონოვი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, ჯემალ ტაბიძე, გიორგი მაისურაძე, ირაკლი აზაროვი.
ნახევარდაცვა: გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ირაკლი იეგოიანი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი კვერნაძე.
თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გაგუა, გიორგი გულიაშვილი.
საქართველოს ნაკრები შეკრებას 9 ნოემბრიდან დაიწყებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…