პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, მათ საფრანგეთთან და ალბანეთთან დაკავშირებითაც კი მოახერხეს, ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპულ ბიუროკრატიას ბრალს სდებს, რომ მათ საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური პარტიებით ჩანაცვლების მიზანი ჰქონდათ, განსხვავებით საფრანგეთისგან, ალბანეთისა და სომხეთისგან, სადაც ძალადობა ძალადობად შეაფასეს.

პრემიერი: ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, მათ საფრანგეთთან და ალბანეთთან დაკავშირებითაც კი მოახერხეს, ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში
რუსთავი 2

საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაში, არც ერთი გამოუვიდათ, არც მეორე. არასწორია ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ევროპაში მიმდინარე გამოსვლებსა და ევროკავშირის მიერ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის დაგმობას ეხებოდა.

„არა მარტო საფრანგეთში, ალბანეთშიც მსგავსი პროცესები წარიმართებოდა და ალბანეთთან დაკავშირებითაც კი, არა მარტო საფრანგეთთან დაკავშირებით, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იყო ანალოგიური, ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები. იქ მოახერხეს ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ და ხელისუფლებისთვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ანალოგიურად, გახსოვთ, რომ ჩვენს მეგობარ, მეზობელ ქვეყანაში სომხეთშიც იყო მსგავსი პროცესები დაახლოებით ერთი წლის წინ და იქაც საკმაოდ სწორი განცხადებები გააკეთა მაშინ ევროპულმა ბიუროკრატიამ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში. საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაში, არც ერთი გამოუვიდათ, არც მეორე. არასწორია ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, საფრანგეთთან და ალბანეთთან დაკავშირებით მოახერხეს, ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ, იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არა მარტო საფრანგეთში, ალბანეთშიც მსგავსი პროცესები წარიმართებოდა და ალბანეთთან დაკავშირებითაც კი, არა მარტო საფრანგეთთან დაკავშირებით, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იყო ანალოგიური, ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები. იქ მოახერხეს ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ და ხელისუფლებისთვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ანალოგიურად, გახსოვთ, რომ ჩვენს მეგობარ, მეზობელ ქვეყანაში სომხეთშიც იყო მსგავსი პროცესები დაახლოებით ერთი წლის წინ და იქაც საკმაოდ სწორი განცხადებები გააკეთა მაშინ ევროპულმა ბიუროკრატიამ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში. საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაში, არც ერთი გამოუვიდათ, არც მეორე. არასწორია ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი: მხოლოდ ღირსებით გვინდა განვაგრძოთ გზა ევროინტეგრაციისკენ და ღირსება მოიცავს, კონკრეტულ ღირებულებებს, პრინციპებს, ეს არის - სუვერენიტეტი, დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროპული ბიუროკრატია უპირისპირდება ამ პრინციპებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები