პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის მიერ დადგენილ საზღვრებს აღიარებს

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუცია ცოცხალი მაშინ ხდება, როცა მოქალაქე მასში უფლებების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის საზღვრებს აღიარებს. საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეზე მან აღნიშნა, რომ ძლიერი სასამართლო ძლიერი სახელმწიფოს ნაწილია.

შალვა პაპუაშვილი - კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის მიერ დადგენილ საზღვრებს აღიარებს
ინტერპრესნიუსი

გილოცავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 30 წლის იუბილეს. სულ რაღაც სამი ათეული წელი გვაშორებს იმ დროს, როდესაც სამოქალაქო დაპირისპირებით, ომებით და განადგურებული ეკონომიკით ძალაგამოცლილმა სახელმწიფომ ფეხზე დადგომა დაიწყო და პირველი ნაბიჯები გადადგა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 30 წლის შემდეგ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის ინსტიტუციური სისტემის განუყოფელი ნაწილია.

„ერთ-ერთი ასეთი ფუძემდებლური ნაბიჯი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნა - ინსტიტუციის, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დამცველი, მისი განმმარტებელი და საბოლოო ვერდიქტის დამდგენია.

კონსტიტუციის მთავარი მნიშვნელობა იმაშია, რომ სახელმწიფო საკუთარ ძალაუფლებას საზღვრებს უწესებს - განსაზღვრავს, როგორ ნაწილდება ხელისუფლება, სად მთავრდება თითოეული ინსტიტუტის უფლებამოსილება და რა არის ადამიანის თავისუფლების ის სივრცე, რომელშიც სახელმწიფო ვერ შეიჭრება.

ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს ძალა მის ფორმალურ სტატუსთან ერთად, მის ფუნქციაშია - უზრუნველყოს წონასწორობა სახელმწიფოს ეფექტიან მოქმედებასა და კონსტიტუციით დადგენილ შეზღუდვებს შორის.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა და განმტკიცება შედარებით მოკლე ისტორიულ პერიოდში მოუწიათ. ასეთ ვითარებაში კონსტიტუციური წესრიგი მხოლოდ დაწერილი ნორმებით ვერ დამკვიდრდება. მას სჭირდება ინსტიტუტები, რომლებიც ამ ნორმებს შინაარს შესძენენ, და პოლიტიკური კულტურა, რომელიც მათ ყველასთვის სავალდებულო წესად აღიარებს.

კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ემორჩილება მის მიერვე დადგენილ ფუძემდებლურ წესებს; ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მოიპოვება, ხორციელდება და იცვლება კანონით დადგენილი გზით; და, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მიმდევრები საზოგადოებრივი მხარდაჭერისთვის კანონიერ და დემოკრატიულ სივრცეში იბრძვიან. ამ წესრიგის დარღვევა მხოლოდ ინსტიტუტებს შორის უთანხმოება არ არის, ის საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უწყვეტობას, მოქალაქეთა უფლებებს, საზოგადოებრივ მშვიდობას და ნდობას, რომელზეც დემოკრატია დგას.

30 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო არაერთხელ აღმოჩნდა ისეთი საკითხების წინაშე, სადაც სამართალი, პოლიტიკა და სახელმწიფოებრივი ინტერესები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას. ასეთ დროს სასამართლოს განსაკუთრებული ამოცანაა, რომ დავის სიმძიმე არ გადაიტანოს პოლიტიკურ განზომილებაში და საბოლოო საზომად მხოლოდ კონსტიტუცია დატოვოს. ამაშია კონსტიტუციურო მართლმსაჯულების სირთულეც და მნიშვნელობაც - როცა პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება, კონსტიტუცია ყველასთვის ერთნაირი საზომი უნდა იყოს.

30 წლის შემდეგ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის ინსტიტუციური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ამ სამი ათწლეულის განმავლობაში შეიცვალა პოლიტიკური გარემო, კანონმდებლობა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოებრივი მოთხოვნები, მაგრამ უცვლელი დარჩა მთავარი ამოცანა - კონსტიტუციის დაცვა არა უბრალოდ როგორც ტექსტის, არამედ როგორც მოქმედი ნორმის, წესის და საღი აზრის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის მიერ დადგენილ საზღვრებს აღიარებს.

„ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მომავალშიც, ვინაიდან კონსტიტუციის ავტორიტეტი საბოლოოდ იმაზე დგას, რამდენად შეუძლია სახელმწიფოს საკუთარ ძალაუფლებაზე უარის თქმა იქ, სადაც კონსტიტუცია ამას მოითხოვს. და სწორედ ამიტომ არის ძლიერი საკონსტიტუციო სასამართლო ძლიერი სახელმწიფოს ნაწილი.

სწორედ ამ სასამართლომ უნდა დაადგინოს ეს ზღვრები, რომელსაც ვერც სახელმწიფო გადალახავს, ვერც რომელიმე პოლიტიკური პარტია და ვერც რომელიმე სუბიექტი, რომლებიც ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე არაერთხელ ცდილობდნენ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის შერყევას.

გილოცავთ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს. მადლობა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს და თანამშრომელს, ვინც ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. გისურვებთ პროფესიულ სიმტკიცეს და წარმატებას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის სამსახურში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის მიერ დადგენილ საზღვრებს აღიარებს
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “კონსტიტუცია ცოცხალი ხდება მაშინ, როდესაც მოქალაქე მასში საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიას ხედავს, ხოლო ხელისუფლება მის მიერ დადგენილ საზღვრებს აღიარებს”
  3. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველთვის დაადგინოს ის კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც ასეთ დროს იკვეთება
  4. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველთვის დაადგინოს ის კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც ასეთ დროს იკვეთება”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთ-ერთი ასეთი ფუძემდებლური ნაბიჯი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნა - ინსტიტუციის, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დამცველი, მისი განმმარტებელი და საბოლოო ვერდიქტის დამდგენია. კონსტიტუციის მთავარი მნიშვნელობა იმაშია, რომ სახელმწიფო საკუთარ ძალაუფლებას საზღვრებს უწესებს - განსაზღვრავს, როგორ ნაწილდება ხელისუფლება, სად მთავრდება თითოეული ინსტიტუტის უფლებამოსილება და რა არის ადამიანის თავისუფლების ის სივრცე, რომელშიც სახელმწიფო ვერ შეიჭრება. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს ძალა მის ფორმალურ სტატუსთან ერთად, მის ფუნქციაშია - უზრუნველყოს წონასწორობა სახელმწიფოს ეფექტიან მოქმედებასა და კონსტიტუციით დადგენილ შეზღუდვებს შორის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა და განმტკიცება შედარებით მოკლე ისტორიულ პერიოდში მოუწიათ. ასეთ ვითარებაში კონსტიტუციური წესრიგი მხოლოდ დაწერილი ნორმებით ვერ დამკვიდრდება. მას სჭირდება ინსტიტუტები, რომლებიც ამ ნორმებს შინაარს შესძენენ, და პოლიტიკური კულტურა, რომელიც მათ ყველასთვის სავალდებულო წესად აღიარებს. კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ნიშნავს, რომ სახელმწიფო ემორჩილება მის მიერვე დადგენილ ფუძემდებლურ წესებს; ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მოიპოვება, ხორციელდება და იცვლება კანონით დადგენილი გზით; და, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მიმდევრები საზოგადოებრივი მხარდაჭერისთვის კანონიერ და დემოკრატიულ სივრცეში იბრძვიან. ამ წესრიგის დარღვევა მხოლოდ ინსტიტუტებს შორის უთანხმოება არ არის, ის საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უწყვეტობას, მოქალაქეთა უფლებებს, საზოგადოებრივ მშვიდობას და ნდობას, რომელზეც დემოკრატია დგას. 30 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო არაერთხელ აღმოჩნდა ისეთი საკითხების წინაშე, სადაც სამართალი, პოლიტიკა და სახელმწიფოებრივი ინტერესები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას. ასეთ დროს სასამართლოს განსაკუთრებული ამოცანაა, რომ დავის სიმძიმე არ გადაიტანოს პოლიტიკურ განზომილებაში და საბოლოო საზომად მხოლოდ კონსტიტუცია დატოვოს. ამაშია კონსტიტუციურო მართლმსაჯულების სირთულეც და მნიშვნელობაც - როცა პოლიტიკური დაპირისპირება მწვავდება, კონსტიტუცია ყველასთვის ერთნაირი საზომი უნდა იყოს. 30 წლის შემდეგ უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის ინსტიტუციური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ამ სამი ათწლეულის განმავლობაში შეიცვალა პოლიტიკური გარემო, კანონმდებლობა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოებრივი მოთხოვნები, მაგრამ უცვლელი დარჩა მთავარი ამოცანა - კონსტიტუციის დაცვა არა უბრალოდ როგორც ტექსტის, არამედ როგორც მოქმედი ნორმის, წესის და საღი აზრის“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილი: „კონსტიტუციური წესრიგი არის ის უხილავი დამცავი ბარიერი, რომელიც გვიცავს არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე კრიზისებისგან და გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერ ეროვნულ თუ გლობალურ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ. დაე, საქართველოს კონსტიტუცია ყოველთვის იყოს ჩვენი სუვერენული სახელმწიფოებრიობის ურყევი საფუძველი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო – მისი სამართლიანი და სანდო მცველი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები