პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს ლუის ტურესს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფრანგული კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს ლუის ტურესს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში წარმოების განვითარება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა განიხილეს.

დავით სონღულაშვილი კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს ლუის ტურესს შეხვდა
რუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ფრანგული კომპანია Escal Seafood-ის აღმასრულებელ დირექტორს (CEO) ლუის ტურესს და კომპანია Abbe Timeo-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წარმოების განვითარების, საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მინისტრმა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით შექმნილ შესაძლებლობებზე ისაუბრა. ყურადღება ასევე გაამახვილა სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობაზე.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება, საექსპორტო პოტენციალის ზრდა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას, წარმოებაში თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების დანერგვას და ადგილობრივი მეწარმეების შესაძლებლობების გაფართოებას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მეშვეობით, ხელი შევუწყოთ ახალი საწარმოო შესაძლებლობების შექმნას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Abbe Timeo საქართველოში ლოკოკინების გადამუშავების მიმართულებით საქმიანობს, ხოლო ფრანგულ კომპანია Escal Seafood-თან თანამშრომლობა ქართული წარმოების პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეალიზაციას უკავშირდება.

ფრანგული კომპანია Escal Seafood 1976 წელს სტრასბურგში დაარსებული საოჯახო ბიზნესია, რომელიც ზღვის პროდუქტების წარმოებისა და რეალიზაციის მიმართულებით საქმიანობს. კომპანიის ასორტიმენტი ასევე მოიცავს ლოკოკინისგან დამზადებულ საკვებ ნაწარმს.

ქართული კომპანია Abbe Timeo საქართველოში 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ლოკოკინების გადამუშავებაზეა სპეციალიზებული. კომპანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, წილკანში მდებარე საწარმოში ლოკოკინის ხორცსა და ნიჟარებს ამუშავებს. საწარმოში წარმოებული პროდუქცია ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის საფრანგეთში იყიდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და კომპანია Abbe Timeo-ს წარმომადგენლები გიორგი ქადაგიძე და გრიგოლ სიდამონიძე ესწრებოდნენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება, საექსპორტო პოტენციალის ზრდა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას, წარმოებაში თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების დანერგვას და ადგილობრივი მეწარმეების შესაძლებლობების გაფართოებას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მეშვეობით, ხელი შევუწყოთ ახალი საწარმოო შესაძლებლობების შექმნას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი იტალიის აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები