პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: “ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს – მარტო “ნაცებზე” ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს “ახალი” პარტიები, რომლებიც “კოლექტიურ ნაცმოძრაობად” მოგვევლინნენ”

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოლელოევროპული საქართველო

ლევან მაჭავარიანის მტკიცებით, 2012 წლამდე ჩადენილი სისტემური დანაშაულები და წამება საკმარისია პარტიის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად. დეპუტატი აცხადებს, რომ ოპოზიციის გარე პატრონებმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინაციაში მყოფი პარტიები ხელოვნურად შექმნეს.

ლევან მაჭავარიანი: “ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს – მარტო “ნაცებზე” ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს “ახალი” პარტიები, რომლებიც “კოლექტიურ ნაცმოძრაობად” მოგვევლინნენ”
POSTV

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი “ღამის კურიერის” ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ სარჩელზე ისაუბრა, რომელიც 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ეხება.

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, წარსულში არსებული სისტემური დანაშაულები, ადამიანთა წამება, ბიზნესის რეკეტი და სხვა მძიმე ფაქტები უკვე საკმარისი საფუძველი უნდა იყოს პარტიების არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2012-დან 2019 წლამდე პერიოდზეც.

“კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა პროცესზეც ძალიან ბევრჯერ სცადეს, რომ თითქმის მოსარჩელე მხარე მათ ვედავებით იმას, რომ ისინი ერთიანი ძალა არიან. ჩვენ სარჩელში ვედავებით კონსტიტუციური წყობილების დარღვევას ძალიან ბევრი მიმართულებით. არის იქ პრეტენზიები არაკონსტიტუციურ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ინდივიდუალურად მიესადაგება ყველა პარტიას და არის არაკონსტიტუციური ქმედებები, რომელიც კოლექტიურად მიესადაგებათ. თუმცა, ყველანი თანამოზიარეები რომ არიან ამ ყველაფრის, სწორედ ამას ვამყარებთ იმით, რომ ისინი ერთიან ძალას წარმოადგენენ, “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას.”

სამ ნაწილად რომ დავყოთ სარჩელის პერიოდი, 2012 წლამდე პერიოდი, სადაც სისტემური დანაშაულები იყო, ის წამება, ციხეში რაც ხდებოდა, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ა.შ. რა თქმა უნდა, ესეც საკმარისი უნდა იყოს ჩვენი გადმოსახედიდან პარტიის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად. არის მეორე პერიოდი, 2019 წლამდე, სადაც აბსოლუტურად ყველა არჩევნებს უცხადებდნენ ბოიკოტირებას, შემდეგ იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ ამბობდნენ, რომ შედეგები არალეგიტიმურია, ყველა საკონსტიტუციო ორგანო არის არალეგიტიმური, მიღებული კანონები არის არალეგიტიმური, იყო მუდმივი რყევა და ჯანჯღარი ჩვენი ქვეყნის და პროცესების უმართავ კალაპოტში გადასაყვანად. თუნდაც, 2019 წლიდან მოყოლებული იგივე “ლელო,” როდესაც შეუერთდა “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას,” იგივე გვახარია როდესაც შეუერთდა, სადაც ისინი ერთად მოქმედებენ. ეს არის მათი გარე პატრონების მხრიდან დივერსიფიცირებული სცენარი, იქიდან გამომდინარე, რომ “ნაცებზე” მარტო ფსონი აღარ დადეს, გარე ხელმძღვანელობამ, ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული, შემდეგ გააჩინეს ხელოვნურად ის რაღაცა “ევროპული საქართველო,” “ევროპული ნაცები,” პარტია “ახალი” ნიკა გვარამიას სახელით, “ლელო,” გახარიას პარტია და შემდეგ უკვე “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად” მოგვევლინნენ,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო "ნაცებზე" ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს "ახალი" პარტიები, რომლებიც "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოგვევლინნენ
  2. იმედინიუსისამთავრობოლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო „ნაცებზე“ ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს „ახალი“ პარტიები, რომლებიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოგვევლინნენ
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები