პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოკლული მასწავლებლის დედის სარჩელის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურა

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო — ეკა კუპატაძე იმ პირების იდენტიფიცირებას ითხოვს, რომლებიც სოციალურ ქსელებში მისი გარდაცვლილი შვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას გეგმავდნენ.

მოკლული მასწავლებლის დედის სარჩელის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
TV პირველი

თბილისში მოკლული გიგა ავალიანის დედის სარჩელის საფუძველზე გამოძიება დაიწყო - ეკა კუპატაძის გამოკითხვა დასრულებულია. მოკლული მასწავლებლის დედა იმ პირების იდენტიფიცირებას ითხოვს, რომლებიც, მისი ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში მისი გარდაცვლილი შვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას გეგმავდნენ.

დაიწყებენ ყველა იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინ ე.წ. ბოტებით და ტროლებით გიგა ავალიანის სახელის და ღირსების შელახვა სცადა. რა სახელი უნდა ვუწოდო გიორგი ლეკიშვილს? (ნია იმნაძის ადვოკატი) ის ყოველ ჯერზე ტოვებს შეურაცხადის შთაბეჭდილებას და ახალისებს კრიმინალს. გამოძიება უკვე დაიწყო, ფაქტობრივად ახლა იწყება დღეიდან. სერიოზული მტკიცებულებებია, რისი განადგურებაც შეუძლია ლეკიშვილს, ამიტომ არ გავხსნი ამ ფრჩხილებს", - ამბობს ეკა კუპატაძე.

პარალელურად კი დღეს სასამართლოში მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის მშობლები უნდა გამოეკითხათ, თუმცა ეს პროცესი თავად მშობლების თხოვნით გადაიდო.

ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.

პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"გვითხრეს, რომ ფსიქლოგიურად რთულია სასამართლს წინაშე წარდგენა" - ნია იმნაძის მშობლებმა დღეს გამოკითხვაზე უარი თქვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები