“ვინ ხართ ბიჭო თქვენ, ვინ მოგცათ უფლება ტყეებს რომ არიგებთ?” – ირაკლი ლატარია
ეკონომისტი ირაკლი ლატარია ხელისუფლების მიერ ტყეების დარიგებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარმა, ნინო კობახიძემ არწივის ხეობაში 5 413 კვ.მ მიწა კვადრატულზე 2.67 ლარად შეიძინა, შემდგომ კი სახელმწიფოს უკან დაუბრუნა.

ეკონომისტი, ირაკლი ლატარია:
ნერვები მეგლიჯება ასეთ რაღაცეებს რომ ვისმენ….
ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარმა, ,,არწივის ხეობის მთა სახელმწიფოს დაუბრუნა”…
რატომ ჩამოგართვეს არწივის მთა? – ნინო კობახიძემ ასე უპასუხა:
“ჩამომართვეს კი არა, მე თვითონ დავაბრუნე. დავაბრუნე იმიტომ, რომ აღარ იყო საინტერესო საინვესტიციოდ”.
ნინო კობახიძემ, არწივის ხეობაში მდებარე 5 413 კვადრატული მეტრი 2020 წელს კვადრატული 2 ლარად და 67 თეთრად შეიძინა.
ტყე, მთა – ვინ ხართ ბიჭო თქვენ, ვინ მოგცათ იმის უფლება – ვინმეს ჩემი ქვეყნის მთებსა თუ ტყეებს რომ ურიგებთ? … რატომ, რა დამსახურებით?
ციტატები სტატიიდან
„ჩამომართვეს კი არა, მე თვითონ დავაბრუნე. დავაბრუნე იმიტომ, რომ აღარ იყო საინტერესო საინვესტიციოდ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…